სამოდელო გაკვეთილი მე-11 კლასი. ხელოვნება-ცხოვრების სარკე _ ი.ჭავჭავაძის ,,კაცია ადამიანი?!"


ფოტომასალა იხილეთ აქ:
აპრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმა
10/12/2018
მასწავლებლის სახელი , გვარი  :   ციცინო გობაძე
საგანი :  ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური /კლასი : საშუალო/ მე -11
მოსწავლეთა  რაოდენობა : 9
გაკვეთილის თემა :  ხელოვნება- ცხოვრების სარკე: ი.ჭავავაძის  მოთხრობიდან ,,კაცია ადამიანი“
გაკვეთილის მიზანი :   მოსწავლეები გააანალიზებენ ი.ჭავჭავაძის მოთხრობას ,,კაცია ადამიანი“ , იმსჯელებენ მოთხრობაში გამოვლენილი მანკიერი მხარეების შესახებ, შეადარებენ ,,კაცია ადამიანსა“ და ,,ბედნიერ ერს“, გააანალიზებენ თათქარიძეობის, როგორც   მარადიული პრობლემის არსს, დასახავენ მისი გადაჭრის გზებს.
გაკვეთილის  თემისა  და  მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნებთან :
გთხოვთ, მოკლედ დაასაბუთოთ, რამდენად არის გათვალისწინებული წარმოდგენილ გეგმაში კონკრეტული კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები (მაგ., გაკვეთილის მიზნის შესაბამისობა მისაღწევ შედეგებთან, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, სასწავლო  მიზნის, თემის/თემების შესაბამისობა სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან და ა.შ)
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შე-უძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმა-ციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XI. 6. მოსწავლეს შე-უძლია გააანალიზოს, რო-გორ გამოიყენება მხატვრუ-ლი და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.
ქართ. XI. 7. მოსწავლეს შე-უძლია მხატვრული ნაწარ-მოების ენობრივი საშუა-ლებების გაანალიზება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით.
ქართ. XI. 9. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება.


N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1
კლასის ორგანიზება.
მოსწავლეებს ვამხნევებ, ვუსვამ რამდენიმე სამოტივაციო კითხვას.
საუბარი
მთელი კლასი

2წთ
2
საშინაო დავალების შემოწმება
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება;
აღწერა: ერთი მოსწავლე კითხულობს ესეს, დანარჩენი აანალიზებენ, რა დაგვრჩა სათქმელი.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
საშინაო დავალების რვეულები
5წთ
3
გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუების გაცნობა.
აქთივობის აღწერა: მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის მიზანსა და შაფასების კრიტერიუმებს, შევახსენებ რეალიზმის დამახასიათებელ ნიშნებს, ილიას შეხედულებას სიმართლის თქმის შესახებ.
საუბარი
მთელი კლასი
გაკვეთილის გეგმა, შეფასების კრიტერიუმები
5წთ
4
ნაწარმოებში გადმოცემული ნაკლოვანი მხარეების დასახელება:
მიზანი: თათქარიძეობის ანალიზი;
აქტივიბის აღწერა: მაქვს გაკრული სარკე წარწერით: ხელოვნება-ცხოვრების სარკე, მოსწავლეებს ვთხოვ დაწერონ სარკეზე ადამიანთა ის ნაკლი, რომელიც დაინახეს მათ მოთხრობაში ,,კაცია ადამიანი?!“
სავარაუდო პასუხები: უსაქმურობა, გაუნათლებლობა, ცრუმორწმუნეობა, უცოდინრობა, ჭორაობა, სხვათა განსჯა, ამპარტავნობა,  უსიყვარულობა, ეგოიზმი, შური, ანგარება, გაუტანლობა, გლეხების უპატივცემულობა. ცრუ საქმიანობა, მოჩვენებითი რწმენა,უზრუნველობა, ღალატი, ტყუილი....
კითხვა-პასუხი
ინდივიდუალური
ნახატი - სარკე
3წთ
6
აქტივობა: თითოეული ნაკლის დასაბუთება:
მიზანი: არგუმენტირებული მსჯელობა;
აქტივობის აღწერა:    ჯგუფებს დავუნაწილებ მათ მიერ ჩამოწერილი ნაკლიდან რამდენიმეს და ვთხოვ,
დაასაბუთონ მაგალითებით და გავაკეთებთ პრეზენტაციებს.
პრეზენტაციის ბილოს ჯგუფის წევრებს შევაფასებინებ ერთმანეთს;
მსჯელობა
ჯგუფური
ფლიფჩარტი
შაფესების კრიტერიუმები
10წთ
7
აქტივობა: ,,ბედნიერი ერისა“ და მოთხრობის ,,კაცია ადამიანი?!“ შედარება;
ერთ  ჯგუფს ვთხოვ,  ,,ბედნიერ ერიდან“ ჩამოწერონ ის ეპითეტები, რომლებიც მათი აზრით ლუარსაბს შეეფერება, მეორე ჯგუფს ვთხოვ, ამოწერონ ეპითეტები, რომლებიც მათი აზრით ლუარსაბს არ შეეფერება, მესამე ჯგუფს ვთხოვ, თვალყური ადევნონ ჯგუფების მუშაობას, ჩაინიშნონ, და პრეზენტაციების ბოლოს გააკეთონ ანალიზი.
მსჯელობა
ჯგუფური
ფლიფჩარტი
შეფასების კრიტერიუმები
8 წთ
8
აქტივობა: მონაკვეთის კითხვა ტექსტიდან:
აქტივობის მიზანი: ნაწარმოების მთავარი სათქმელის ანალიზი;
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვუკითხავ სტროფს: ჩემზედ ამბობენ... და ვთხოვ, ნაწარმოებში ნახონ ის ადგილი, სადაც მსგავსია აზრია გადმოცემული და წაილკითხონ;
კითხვა
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
5წთ
9
აქტივობა: პრობლემის გადაჭრის გზები:
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გამოიტანებენ დასკვნას, როგორი უნდა იყოს ადამიანი:
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვთხოვ, შესწავლილი ნაწამოებიდან გამომდინარე გაუგზავნონ გზავნილები ადამიანებს: როგორი უნდა იყოს ადამიანი და წეპოვანი ქაღალდით გააკრან ხეზე,
 გამოგვაქვს დასკვნა, როგორც ხეს სჭირდება არსებობისათვის წყალი, სინათლე, სითბო და კვება, ისევე სჭირდება ადამიანს ეს თვისებები, რაც აქ ჩამოვწერეთ.
კითხვა-პასუხი
ინდივიდუალური
წეპოვანი ქაღალდები
5წთ
10
შეფასება და საშინაო დავალების მიცემა
ესე: ილია ჭავჭავაძე- რეალისტი მწერალი
საუბარი
მთელი კლასი

2წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
მოსწავლეებს ეცოდინებათ, მოთხრობაში ,,კაცია ადამიანი?! რომელ ნაკლებზე საუბრობდა ილია ჭავჭავაძე,  გამოიტანებენ დასკვნას, როგორი უნდა იყოს ადამიანი. შეადარებენ ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებებს: ,,კაცია ადამიანი?!“ და ,,ბედნიერი ერი“. ეცოდინებათ, რას ნიშნავს დღეს თათქარიძეობა და როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ სენს.


ჯგუფური მუშაობის შეფასების კრიტერიუმები:

3-4
5-6
7-8
9-10

I
არ გამოაქვს დასკვნები, არ მსჯელობს, არ აქვs არგუმენტები
მოჰყავს ნაწარმოებიდან არგუმენტები, თუმცა ზოგჯერ არაადეკვატური;
მოჰყავს არგუმენტები, ასაბუთებს ადამიანების ნაკლს ნაწარმოების მიხედვით.
მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტები, მსჯელობს, ასაბუთებს ნაწარმოებიდან ადამიანების ნაკლს, გამოაქვს დასკვნები,
II
ვერ მოჰყავს ეპითეტები ლექსიდან.
მოჰყავს ლექსიდან ეპითეტები, თუმცა არაადეკვატურად,
მოჰყავს ეპითეტები ლექსიდან, უკავშირებს ნაწარმოების პერსონაჟებს.
მოჰყავს ეპითეტები ლექსიდან, ასაბუთებს დამაჯერებლად, მოაქვს არგუმენტები.

შემფასებელი ჯგუფის შეფასების რუბრიკა
3-4
5-6
7-8
9-10
არაადეკვატურად აფასებს ჯგუფების ნამუშევარს
ჯგუფების ნამუშევარს აფასებს სწორდ
აფასებს ჯგუფების ნამუშევარს არგუმენტებით, ასაბუთებს
აფასებს ჯგუფების ნამუშევარს არგუმენტებით, აკეთებს კომენტარებს, მსჯელობს დამაჯერებლად.

გზავნილის შეფასების კრიტერიუმები
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
გზავნილი დღევანდელობასთან კავშირშია, გამომდინარეობს ნაწარმოებიდან, ორიგინალური და საინტერესოა
გზავნილი გამომდინარეობს ნაწარმოებიდან
გზავნილი არ გამომდინარეობს ნაწარმოებიდან


[1] მასწავლებელმა უნდა მიუთითოს , თუ რამდენი მოსწავლეა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე და მოახდინოს შესაბამისი აქტივობის მოდიფიცირება.