პროექტები


პროექტი: ლიტერატურული თეატრი  ნოდარ დუმბაძის “ჰელადოს”
პროექტის აქტუალობა: ჩვენ ვცხოვრობთ სოფელში, სადაც ადრე ბერძენი მოსახლეობა ცხოვრობდა, ზოგიერთი მცხოვრები დღესაცაა შემორჩენილი,. გარდა ამისა, დღეს დიდი მნიშვნელობა ეთმობა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას, მათ უნდა იცოდნენ, როგორ იქმნება თეატრალური ნაწარმოები, რა ეტაპები სჯირდება მის ინსცენირებას.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებს, ჩასწვდებიან მის არსს, იდეასა და მთავარ სათქმელს. ჩვენი სოფლის რეალურ მაგალითზე და ნაწარმოებიდან გამომდინარე, გაითავისებენ, თუ რა ძნელია იმ მხარის დატოვება, სადაც საუკუნის განმავლობაში გიცხოვრია, გააცნობიერებენ, რომ საქართველო მრავალი ერის ხალხისათვის გამხდარა მეორე სამშობლო - რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ერებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავებას. ასევე დაინაწილებენ როლებს და შეასრულებენ სცენაზე, რაც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
მოსწავლეთა ასაკი: მე-11 და მე-7 კლასები.
პროექტის განხორციელების ვადები:  2011 წლის მარტი_ აპრილი.
პროექტის განხორციელების გზები: მოსწავლეები კარგად დაისწავლიან ნაწარმოებს, გააკეთებენ სცენარს, დაინაწილებენ როლებს. გააფორმებენ სცენას,ამის შემდეგ გააკეთებენ ინსცენირებას.
პროექტისავის საჭირო რესურსები: ნაწარმოები _ნ. დუმბაძის “ჰელადოს”.
სცენის გაფორმებისათვის საჭირო მოწყობილობა (გემი, ზღვის ხედი, ღობე, ვიოლინო, აკვარიუმი, ვირი). ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი, მუსიკალური გაფორმებისათვის მუსიკები.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გააცნობიერებენ, რას ნიშნავს უცხოელებისათვის საქართველო, ისწავლიან სხვა ერის დაფასებასა და პატივისცემას. გარდა ამისა, მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, ისწავლიან სასცენო ნაწარმოების შექმნასა და ინსცენირებას, ისწავლიან სცენის გაფორმებას, გამოუმუშავდებათ თეატრალური ხელოვნების სიყვარული.
მოსალოდნელი შედეგების ამსახველი მასალა: ვიდეოგადაღება. ფოტოგადაღება.
პროექტის ხელმძღვანელი: ციცინო გობაძე.