ფასილიტატორის სამუშაო გეგმა


             ფასილიტატორის სამუშაო გეგმა
სსიპ გუმბათის საჯარო სკოლის ფასილიტატორი ციცინო გობაძე.

N

აქტივობა

განხორციელების
ფორმა/გზები

ვადები

რეფლექსია

1
ფასილიტატორის მიერ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა
მასწავლებლებთან შეთანხმებით, ორივე მხარისათვის ხელსაყრელი დროის შერჩევა, კომუნიკაციის ფორმებზე შეთანხმება.

24/11/2015
 ტრენინგის გავლის შემდეგ სამშაბათს, 24 ნოემბერს, შევკრიბე მასწავლებლები, გავაცან ჩემი მუშაობის მიზნები და შევთანხმდით, რომ ყოველი კვირის ხუთშაბათს ჩავატაროთ სამუშაო შეხვედრები, რადგან ამ დღეს თითქმის ყველა მასწავლებელი სკოლაშია, არის ერთი, რომელსაც არ აქვს გაკვეთილები ხუთშაბათს, მაგრამ შეგვითანხმდა, რომ 2 საათისთვის მოვიდოდა სკოლაში.

2
ფასილიტატორის საინფორმაციო შეხვედრა მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან.
ამობეჭდილ მასალაზე მუშაობა,
ინტერნეტით  შესავსები მასალისა და შევსების ფორმის ჩვენება. ტრენინგის მასალების გამოყენება.

26/11/2015
ხუთშაბათს, 26 ნოემბერს, გაკვეთილების შემდეგ შევიკრიბეთ მასწავლებლები, ჩემი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ არის 15 მასწავლებელი, შეხვედრას ესწრებოდა  14, ერთი არ ესწრებოდა, საპატიო მიზეზის გამო.
 შეხვედრაზე გამოვიყენე ტრენინგის მასალები და მასწავლებლებს ავუხსენ კიხვარის შევსების წესები, ჯერ ინტერნეტითა და პროექტორის საშუალებით ვაჩვენე, თუ როგორ უნდა შეავსონ, შემდეგ დავურიგე კითხვარის ამობეჭდილი ვარიანტები და ვთხოვე, აერჩიათ რომელიმე თავი და შეევსოთ, ამის შემდეგ ვთხოვე გაეკეთებინათ კომენტარები, მოეყვანათ ძლიერ მხარეებზე კონკრეტული მაგალითები, მასწავლებლებმა მოიყვანეს მაგალითები და იმსჯელეს, იკამათეს, გამოიტანეს დასკვნები.
 შემდეგ დაფაზე ჩამოვწერეთ ის საშუალებები, თუ როგორ შეიძლება გავიუმჯობესოთ პრაქტიკა,  დავყე წყვილებად და ვთხოვე, გაეკეთებინათ რეფლექსიები, შემდეგ გავაკეთეთ პრეზენტაციები და ყველა ჩაერთო ანალიზის პროცესში.
 დასასრულს მასწავლებლებს ვთხოვე, რომ შევსების პროცესში თუ რამე გაუგებარი ექნებოდათ, ნებისმიერ დროს ერთად გაგვერკვია.

3
თვითშეფასების შევსებაში დახმარების გაწევა, კონსულტაცია,
ინდივიდუალური კონსულტაციები
27/11-დან.
მასწავლებლებმა  დაიწყეს შევსება, მიუხედავად იმისა, რომ მონდომებული  და აქტიურები არიან, გვაქვს კომპიუტერებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ინტენსიურად ვერ ავსებენ, თუმცა პირობებიდან გამომდინარე კმაყოფილი ვარ მათი აქტიურობით, რამდენიმეს ტრენინგამდე ჰქონდა დაწყებული და შევთანხმდით, რომ გაითვალისწინებენ ჩემს შენიშვნებს და გადააკეთებენ,მასწავლებლების უმრავლესობა ამობეჭდილ მასალაზე ავსებს, ვაანალიზებთ და შემდეგ გადააქვს.

4
 სამუშაო შეხვედრა მასწავლებლებთან.კითხვარის შევსების პროცესის მონიტორინგი,

ამობეჭდილი მასალა, ინტერნეტი.
10/12/2015
შევიკრიბეთ ჯგუფი,  გავაანალიზეთ მუშაობის პროცესი,  ექვსმა მასწავლებელმა ბოლომდე შეავსო უკვე კითხვარი,  დანარჩენი ავსებს, უმრავლესობას დაწყებული აქვს და სხვადასხვა პროცენტული რაოდენობით შევსილი,   მხოლოდ ერთ მასწავლებელს არ დაუწყვია შევსება,  ზოგიერთმა მასწავლებელმა წაიკითხა თავისი რეფლექსია და ჯგუფებმა გავაანალიზეთ, მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი მეთოდი უადვილებს კითხვარის შევსების პროცესს.
5
კითხვარის შევსების მონიტორინგისა და შეფასების მიზნით შეხვედრა მასწავლებლებთან
Eschkool-ის დათვალიერება, რეფლექსიებზე გადახედვა, რეკომენდაციების მიცემა მასწავლებლებზე.
24/12/2015
მიუხედავად იმისა, რომ სემესტრის ბოლოა და მასწავლებლებს მეტი სამუშაო აქვთ, თვითონ გამოთქვეს სურვილი შეხვედრისა და კითხვარის შევსების მინიტორინგისა, რადგან ვადების გადადების მიუხედავად, მათი სურვილია ამ სემესტრში დაამტავრონ შევსება. შეხვედრას ყველა მასწავლებელი არ ესწრებოდა, რომლებსაც დასრულებული ჰქონდათ კითხვარი, არ გამოთქვეს დასწრების სურვილი, აქედან გამომდინარე 11 მასწავლებელი დაგვესწრო.ვიმსჯელეთ შევსილსა და შესავსებ რეფლექსიებზე, გავუეთეთ ერთმანეთს შეფასებები და კომენტარები.
6
სამუშაო შეხვედრა მასწავლებლებთანმასწავლევლის სამოქმედო და კრედიტების დაგროვების გეგმის შედგენა _ კონსულტაცია.
ამობეჭდილ მასალაზე მუშაობა,
ინტერნეტით  შესავსები მასალისა და შევსების ფორმის ჩვენება. ტრენინგის მასალების გამოყენება.
პროექტორის საშუალებით ecshkool-ში კრედიტების დაგროვებისა გეგმისა და სამოქმედო გეგმის ატვირთვის ჩვენება.
21/01/2016
შეხვედრას ესწრებოდა 18 მასწავლებელი,ჯერ კარგად გავაანალიზეთ კრედირების დაგროვების გზები და საშუალებები, სკოლაში ვართ ხუთი უფროსი მასწავლებელი და დანარენი პრაქტიკოსები, მათგანაც 4-ს ჩაბარებული აქვს მარტო პროფესიული უნარები, ხოლო ერთს საგანი, აქედან გამომდინარე, გავაანალიზეთ, თითოეულს რა აქტივობები გვინდა, რომ მომდევნო საფეხურზე გადავიდეთ, გავმიჯნეთ სავალდებულო და დამატებითი კრედიტები,.
პროექტორისა და ინტერნეტის საშუალებით ვაჩვენე, თუ როგორ უნდა აირჩიონ დამატებითი აქტივობები და როგორ უნდა ატვირთონ სამოქმედო გეგმა.
ამის შემდეგ დავურიგე სამოქმედო გეგმის შესავსები შაბლონი და ავუხსენ, თუ რის მიხედვით უნდა შევადგინოთ. მასწავლებლების მხრიდან იყო რამდენიმე შეკითხვა, რომლებიც ეხებოდა კრედიტების დაგროვების საშუალებებს, შევეცადე მათთვის ამომწურავი და გასაგები პასუხები გამეცა.