მოსწავლეთა შემოქმედება

10 წლის შემდეგ
წერილი მასწავლებელს
გამარჯობა ციცინო მასწ, როგორ ხართ? ალბათ კარგად, რადგან დიდი ხანი არ არის გასული, რაც გნახეთ.
ცოტა რამეს ჩემზეც მოგიყვებით, მე უკვე ვსწავლობ - სტუდენტი ვარ, ჩემი დავალებაა მივწერო წერილი მასწავლებელს, მე გადავწყვიტე, რომ მოგწეროთ თქვენ.
რატომ? პასუხი ძალიან მარტივია, თქვენ იყავით ჩემთვის ყველაფერი, მინდოდა თქვენნაირი ვყოფილიყავი, თქვენთვის მომებაძა, ერთხანს ფილოლოგობაც კი მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან თქვენნაირი ვერ ვიქნებოდი, ამიტომ გადავწყვიტე, სხვა რამეში მომებაძა თვენთვის.
თქვენ ჩემთვის იყავით ძლიერი პიროვნება, ყველაზე ჭკვიანი მთელ სკოლაში, ალბათ ამიტომ ვერიდებოდი თქვენს შენიშვნებს( ან მერიდებოდა), მაგრამ ეს ისე არ ხდებოდა და ზოგჯერ იმას ვაკეთებდი, რასაც ძლიერ ვერ იტანდით, ანუ ვაგვიანებდი გაკვეთილზე. ყოველთვის ცდილობდით, რომ თავი გვეგრძნო კარგ და ზრდილობიან ბავშვებად, რომლებიც არაფრით განსხვავდებოდნენ უფროსებისგან..
როგორი იყავით გაკვეთილზე? მშვიდი, გაწონასწორებული, იშვიათად თუ შეიძლებოდა თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა, იყავით ყოველთვის თავდაჯერებული და პირდაპირი, ანუ არ გვეპირფერებოდით,ყველაზე მეტად ეს მიზიდავდა და მომწონდა თქვენში.
როცა რამეს ვამბობდი და თვენ, უბრალოდ, თავს მიქნევდით, გონება მეხსნებოდა, მომწონდა თვენეული კრიტიკაც...
მე თქვენი მჯეროდა, მჯეროდა თქვენი ყოველი ნათქვამი, მჯეროდა თქვენი მონაყოლი, იმასაც კი დავიჯერებდი, რომ გეთქვათ, ,,ღმერთი არ არსებობსო“, რისიც ყველაზე მეტად მწამს, თუმცა თვენ ამას არასოდეს გვეტყოდით!
გინდათ ჩემზე მოგიყვეთ? დასაწყისში უკვე გითხარით ცოტა რამ, მაგრამ...
უკვე ორი წელია წამოვედი წალკიდან, პირველ წელს არ გამიმართლა - ჩავიჭერი, მაგრამ შემდეგ ჩავაბარე და ვსწავლობ, მალე არქეოლოგი გავხდები, იცით, ეს პროფესიაც თქვენ გამო ავირჩიე, როცა გვიხსნიდით ,,დავით აღმაშენებლის ქვას“ და ,,დიდოსტატის მარჯვანას“, მომინდა რომ აღმომეჩინა რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო, პატარა, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი.
ჩვენ არ ვცხოვრობთ ახლოს, მინდა რომ გეხმიანებოდე ხანდახან და როცა რამეს აღმოვაჩენ, გაგიზიარო ჩემი სიხარული.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან სულ რაღაც სამი წელი ვსწავლობდი, თქვენ მაინც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეთ ჩემში, დიდი ხანია ამ წერილს ვწერ და ერთხელაც არ მიკითხავს, ნეტა გახსოვარ? იმედია მიპასუხებ ოდესმე.
თქვენი მოსწავლე ნაირა დეკანაძე. მე-11 კლასი. 2010 წელი.