პროექტი "გავიცნოთ დედაქალაქი


პროექტი: “გავიცნოთ დადაქალაქი”
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს, ნახავენ მთაწმინდის პარკს, უყურებენ სამგანზომილებიან ფილმს  კინოთეატრში.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს აქვთ ზოგადი ინფორმაცია დედაქალაქის შესახებ, ფიზიკურად არ იცნობენ მას, წარმოდგენა არ აქვთ, როგორია კინოთეატრი, და რას ნიშნავს სამგანზომილებიანი ფილმი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მათი გაცნობიერება ამ მხვრივ.
მოსწავლეთა ასაკი: მე-6,მე-7 კლასის მოსწავლეები.
პროექტის განხორციელების ვადები: 2011 წლის 25-31 მაისი.
პროექტის განხორციელების გზები: მოსწავლეები გაეცნობიან ლეგენდას თბილისის დაარსების შესახებ, მონახავენ ისტორიულ ცნობებს ქალაქის შესახებ, მის ღირსშესანიშნაობებს. თეორიულად კარგად გაეცნობიან
ქალაქს.
დავიქირავებთ მიკროავტობუსს და გავაკეთებთ ექსკურსიას, ვნახავთ მშვიდობის ხიდს, ძველი თბილისის ზოგიერთ უბანს, ვუყურებთ კინოთეატრ რუსთაველში კინოფილმს, ვნახავთ ზოოპარკსა დ მთაწმინდის პარკს.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ინტერნეტი, სანიკიძის “დედაისტორია”, მიკროავტობუსი, ფოტოაპარატი.
ფინანსები: მშობლების მიერ შეგროვებული თანხა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები უკეთესად გაიცნობენ დედაქალაქს, ნახავენ  მის ზოგიერთ მნიშვნელოვან უბანს,  გააკეთებენ შთაბეჭდილებებს, ყოველივე ეს დაეხმარება პატრიოტული გრძნობის განვითარებაში, ხოლო სამგანზომილებიანი ფილმის ნახვა ხელს შეუწყობს ხელოვნების სიყვარულისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
მოსალოდნელი შედეგების ამსახველი მასალა: ფოტოსურათები და მოსწავლეთა შთაბეჟდილებები.

პროექტის ხელმძღვანელი: ციცინო გობაძე