მინდა გითხრათ რომ... ,,მასწავლებელი-მეგზური ევროპისაკენ" გამარჯვებული პროექტი



პროექტის  დასახელება -  ,,მინდა გითხრა რომ...“
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
სახელი - ციცინო
გვარი -  გობაძე
მობილურის ნომერი  - 551095742
რაიონი  -   წალკის რაიონი
სკოლა  -   სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის, გუმბათის საჯარო სკოლა
კლასი (კლასები)  -   VII,VIII,IX,X,XI,XII
საგანი  - გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა,
 პროექტის მონაწილე მასწავლებლის  მონაცემები:
სახელი - ირა
გვარი -  ძირკვაძე
კლასი  - V –VI – VII – VIII – IX  
სკოლა -   სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის, გუმბათის საჯარო სკოლა
საგანი  - ინგლისური ენა , ქართული ენა.
პროექტის მონაწილე მასწავლებლის  მონაცემები:
სახელი - ლევან
გვარი -  ძირკვაძე
კლასი  - V –VI – VII – VIII – IX  
სკოლა -   სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის, გუმბათის საჯარო სკოლა
საგანი  - გეოგრაფია

2. პროექტის აღწერილობა
პროექტის სახელწოდება  - ,,მინდა გითხრა რომ...“
შესავალი: პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
 მოსწავლეებმა გაიცნონ ევროპა, ევროპული ღირებულებები, ევროკავშირის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, გააკეთონ პოსტერები: ,,მინდა გითხრა, რომ ევროპა ნიშნავს...“  შექმნილი პოსტერების მიხედვით დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები;
პროექტის შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან ევროკავშირის ღირებულებებს, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირი ხალხს პრობლემების მოგვარებაში, გაეცნობიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, გააცნობიერებენ, თუ რას ნიშნავს ევროპა, მიღებული ინფორმაციის მიხედვით შექმნიან პოსტერებს, რომ ევროპა ნიშნავს განვითარებას, განათლებას, ტოლერანტობას, თემის განვითარებას, საკუთარი ისტორიის შექმნასა და შენახვას,  ბავშვთა უფლებების დაცვას. ეკოლოგიაზე ზრუნვას...
 ჩავატარებთ ტრენინგებს, ისწავლიან პროექტების წერას, ისწავლიან, თუ როგორ შეიძლება მოვიპოვოთ დაფინანსება ევროკავშირისაგან და ჩვენც დავეხმაროთ თემს, ახალგაზრდებს პრობლემების მოგვარებაში.
 დაუმეგობრდებიან  მუნიციპალიტეტის ქართული და არაქართული სკოლების მოსწავლეებს, მათთან ერთად შეისწავლიან თავიანთი სოფლების ისტორიას, შექმნიან ვებგვერდს, რომლის საშუალებითაც გააცნობენ თავიანთ სოფლებს სხვებს,

პროექტის მნიშვნელობა
1.       ჩვენ ვცხოვრობთ წალკის რაიონში, ვართ აჭარიდან ჩამოსული ეკომიგრანტები, აქ ვცხოვრობთ ორი ათეული წელია, ამიტომ არ ვიცით კარგად აქაური სოფლების ისტორია, აქ არიან ადგილობრივი სომეხი და ბერძენი ეროვნების ხალხი, რომლებმაც ბევრი იციან ამ სოფლების შესახებ, ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოსწავლეები გაიგებენ, რომ ევროპა არ ნიშნავს წარსულის დავიწყებას, ის ნიშნავს წარსულის შემონახვას  და განვითარებას. მოსწავლეები გაიგებენ, თუ როგორ ზრუნავს ევროკავშირი  თემის, სოფლის განვითარებისათვის, დაინახავენ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ჩვენი სოფლის წინსვლისათვის.
2.       ევროპა ნიშნავს ტოლერანტობას, სოფლის, თემის, სკოლების განვითერებას, მოსწავლეები ამ მხრივაც განვითარდებიან, ჩაერთვებიან სხვადასხვა ეროვნენებისა და რელიგიის მოსწავლეები ერთად, რაც ხელს შეუწყობს მათ დამეგობრებასა და ტოლერანტობას; გაეცნობიან ჩვენს მეზობლად მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობას, დუხობორებს, შეისწავლიან მათ ტრადიციებს, ისტორიას.
3.       პროექტი მნიშვნელოვანია მასწავლებლებისათვისაც იმ მხრივ, რომ ისინი შეძლებენ განსხვავებული ფორმატით, არაფორმალური გზით სწავლების მეთოდების დახვეწას, გამოყენებას, მოსწავლეთა დაინტერესებას;  გაიუმჯობესებენ ურთიერთთანამშრომლობის  გამოცდილებას, მიიღებენ კრედიტქულებს.
პროექტის აღწერა და განხორციელება

აქტივობა
/ვადები
აქტივობის მიზანი

ვადები
პასუხისმგებელი პირი, მონაწილეები
რესურსი
განხორციელების გზები
1
 მონაწილე სკოლების შერჩევა, სკოლების დირექტორებთან დაკავშირება


მოსწავლეების მოწვევა პროექტის გაცნობა.

მაისი 2018
ციცინო გობაძე;
ირა ძირკვაძე;
მოსწავლეები
ელფოსტა, სოციალური ქსელები;
შეხვედრა შედგა სასწავლო ცენტრ ,,გუმბათში“, რომელიც არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმო. 
2
2.მოსწავლეთა ინფორმირება;

 მოსწავლეებისათვის გაცნობა ევროკავშირისა და ევროკავშირის როლის შესახებ თემის განვითარებაში. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების გაცნობა;
მაისი
2018
ციცინო გობაძე; ირა ძირკვაძე;
მოსწავლეები

სლაიდშოუ - ევროკავშირის ქვეყნები, პროექტორი, კომპიუტერი,
 ვიგოს სკოლებში გადაღებული ფოტოები;
შეხვედრა შედგა ,,სასწავლო ცენტრ ,,გუმბათში“  , რომელიც არის სოციალური საწარმო, მოსწავლეებმა გაიცნეს, თუ როგორ რა არის სოციალური საწარმო, როგორ ზრუნავს ევროკავშირი ასეთი ტიპის საწარმოების დაფინანსება და გაძლიერებისათვის;
ირა ძირკვაძე იყო ესპანეთის ქალაქ ვიგოს სკოლაში; მან გააცნო მოსწავლეებს შთაბეჭდილებები და მის მიერ გადაღებული სურათებით აჩვენა ამ სკოლის მოსწავლეთა შესაძლებლობები;
3
პოსტერების დამზადება
პროექტების გეგმის შედგენა:

ევროპული ღირებულებების ჩამოყალიბება; შემოქმედებითი უნარების განვითარება’
მაისი-ივნისი
ციცინო გობაძე;
ირა ძირკვაძე;
მოსწავლეები

საკანცელარიო ნივთები;
ჩავატარეტ ტრენინგი, თუ როგორ უნდა შევქმნათ პოსტერები, მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები: მინდა გითხრა, რომ ევროპა ნიშნავს... მათ პოსტერებით ჩამოაყალიბეს ევროპული ღირებულებები;
ამ პოსტერების მიხედვით დავგეგმეთ ღონისძიებები;
4
ბავშვთა დაცვის დღე
ციკლიდან ,,ევროპა ნიშნავს ბავშვის უფლებების დაცვას“
მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება“
1 ივნისი
ირა ძირკვაძე; ციცინო გობაძე; მოსწავლეები
კომპიუტერი, პროექტორი, სერტიფიკატები;
ჩავატარეთ ღონისძიება, მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედება’
5
პროექტი ,,აღმოაჩინე შენი სოფელი“
მზადების დაწყება:
ციკლიდან ,,ევროპა ნიშნავს ისტორიის  არდავიწყებას“
წალკის რაიონის ხუთი სოფლის ისტორიის შესწავლა, და საზოგადოებისათვის გაცნობა

ივნისი-სექტემბერი
ირა ძირკვაძე;
ციცინო გობაძე;
გიორგი იაკობაძე;
ივეტა გოგავა;
ლევან ძირკვაძე;
მოსწავლეები
პროექტორი, კომპიუტერი; საკანცელარიო ნივთები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა;
პირველ ეტაპზე მოვიწვიეთ მოხალისე ტრენერი, რომელმაც ჩაატარა ტრენინგი, ზეპირი ისტორიების ჩაწერაზე, მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, დაიარეს თავიანთი სოფლები, ჩაიწერეს ინტერვიუები სოფლების უხუცესებისაგან, გადაიღეს ფოტოები, შემდეგ დაამუშავეს ინტერვიუები, შექმნეს სოფლის ისტორიები, დაბეჭდეს სურათები, მოაწყეს გამოფენა წალკის სპორტულ დარბაზში, გამოფენაზე მოვიწვიეთ სხვადახვა სკოლები, რესურსცენტრისა და გამგეობის წარმომადგენლები;
შემდეგ გავაკეთეთ ვებგვერდი, სადაც ავტვირთეთ ჩვენი დამუშავებული ისტორიები და ფოტოები;
6
პოეზიის საღამო
ევროპელი პოეტების შემოქმედების გაცნობა;
ივნისი;
აგვისტო
ციცინო გობაძე; ირა ძირკვაძე; ია ძირკვაძე’
მოსწავლეები
კოცონი, თივის კონები; ლექსები;
პოეზიის საღამო ჩავატარეთ ორჯერ, ერთხელ სასწავლო ცენტრში, ხოლო მეორედ გარეთ, კოცონთან. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი და ევროპელი პოეტების ლექსები;
7
დასუფთავების აქცია: ‘ციკლიდან ,,ევროპა ნიშნავს სუფთა გარემოს“
ევროპული ღირებულებების რეალიზაცია, მოსწავლეებში ეკოლოგიის მზრუნველობის ჩამოყალიბება;
ივნისი;
სექტემბერი
ირა ძირკვაძე;
ციცინო გობაძე;
მოსწავლეები;
ხელთათმანები, პოლიეთილნის პარკები.
სოფლებში არ დგას ნაგვის ურნები, ამიტომ ა პრობლემა ყოველთვის რჩება პრობლემად, სამი სოფლის მოსწავლეებმა ერთად დავასუფთავეთ მდინარის ნაპირები, სოფლების ტერიტორიები, ნაგავი გაიტანა მუნიციპალიტეტის მიერ გამოგზავნილმა ნაგვის მანქანამ; დასუფთავების აქცია მოვაწყეთ ორჯერ.
8
5.ექსკურსია ნინოწმინდაში; სოფელ გორელოვკაში;
დუხობორების გაცნობა; ციკლიდან
,,ევროპა ნიშნავს ტოლერანტობას“

ეროვნული უმცირესობების ტრადიციებისა და ღირებულებების გაცნობა;

 აგვისტო
ლევან ძირკვაძე’ ციცინო გობაძე; ირა ძირკვაძე;
მოსწავლეები
მიკროავტობუსი; ფოტოაპარატი
ვიყავით გორელოვკაში, გავეცანით დუხობორებს, მათ ტრადიციებს, ვნახეთ ,,თიქმები“ ეს არის ქვები, რომლებიც მეჩვიდმეტე საუკუნაში საქართველო-ოსმალეთის საზღვარი იყო, დღეს კი წალკა-ნინოწმინდის საზღვარია.
9
პროექტი ,,მოსწავლეები თემის გაძლიერებისათვის:
,,ევროპა ნიშნავს თემის გაძლიერებას“
 აქტიური საზოგადოებისა ჩამოყალიბა;
თემის საჭიროებების კვლევა და დახმარება;
სექტემბერი-დეკემბერი
ირა ძირკვაძე; ლევან ძირკვაძე; ციცინო გობაძე;
ასლან ართმელაძე; მარიამ გოგავა;
საკანცელარიო ნივთები; პროექტორი, 
მოვიწვიეთ მოხალისე ტრენერები, მათ ჩაატარეს ტრენინგები პროექტების წერაზე, მოსწავლეებმა დაწერეს პროექტები თემის გაძლიერებისათვის, შემდეგ მოვაწყეთ პროექტების გამოფენა, გამოფენაზე მოვიწვიეთ ორგანიზაციები, მათ შეარჩიეს პროექტები და დააფინანსეს, დაფინასება მოიპოვა ხუთმა პროექტმა, კოხტისა და ოზნის მოსწავლეებმა იყიდეს ჩოგბურთის მაგიდები, ავრანლოს მოსწავლეებმა პუფები ბიბლიოთეკისათვის, არწივანისა და გუმბათის მოსწავლეებმა წიგნები ბიბლიოთეკისათვის;
10

ტელეხიდი: ამერიკაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან   დიალოგი: როგორ შეიძლება მივიღოთ განათლება ამერიკაში;
ციკლიდან ,,ევროპა ნიშნავს განათლებას“
მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლება, განათლების ხელშეწყობა;
25 თებერვალი

მეგი პაპიაშილი;
ირა ძირკვაძე; ციცინო გობაძე;
მოსწავლეები;
ინტრნეტი, სკაიპი, კომპიუტეი, პროექტორი;
ამერიკიდან საკაიპით ჩაგვერთო მეგი პაპიაშვილი, რომელმაც მოსწავლეებს ესაუბრა, თუ როგორ შეიძლება განათლება მივიღოთ ამერიკასა და ევროპაში;
11
ლაშქრობა
ციკლიდან ,,ევროპა ნიშნავს ჯანსაღ ცხოვრებას“
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება,
წალკის  მთა დალი-დაღის დალაშქვრა;
სექტემბერი;
აგვისტო
ირა ძირკვაძე.
გიორგი იაკობაძე;
მოსწავლეები;
კარვები,

ლაშქრობა მოვაწყეთ ორჯერ, ერთხელ მთა დალი-დაღზე, ხოლო მეორედ თარსონში.
12
სამაგიდე თამაშ ,,ჩუს“ შემქნელის მოწვევა; ციკლიდან:
,,ევროპა ნიშნავს ტოლერანტობას“
ჟესტური ენის შესწავლით მოსწავლეთა დაინტერესება;
მარტი 2019
ირა ძირკვაძე; ციცინო გობაძე; სალომე წიქვაძე
მოსწავლეები
თამაში ,,ჩუ“
მოვიწვიეთ ჟესტური ენის შემქმნელი სალომე წიქვაძე, მან მოსწავლეებს ასწავლა, როგორ უნდა ეთამაშათ ეს თამაში, ასწავლა, თუ როგორ უნდა ისწავლონ ჟესტური ენა, რომ შეძლონ სმენადაქვეითებულებთან  მარტივი კომუნიკაცია;
13
რეინჯერებიას მოწვევა და სკოლის ეზოში ხეების დარგვა;
ციკლიდან ,,ევროპა ნიშნავს გარემოზე ზრუნვას“
გარემოს გამწვანება;
21.03.2019
ციცინო გობაძე; ლევან ძირკვაძე;  რეინჯერები; მოსწავლეები.
ფიჭვის ნერგები;
მოსწავლეებმა რეინჯერებთან ერთად დარგეს ფიჭვის ნერგები სკოლის  ეზოში, თითოეულ ნერგს დაარქვეს სახელი და  დაიწყეს მათზე ზრუნვა;
14
შეხვედრა მწერალთან: შორენა ხუხუას მოწვევა.  ციკლიდან ,,ევროპა ნიშნავს განათლებასა და ტოლერანტობას“
ლიტერატურის სიყვარული; ტოლერანტობა; წიგნის შესახებ საუბარი;
მარტი 2019
 ციცინო გობაძე; ირა ძირკვაძე; შორენა ხუხუა, გიორგი ჭაუჭიძე; ზაზა სუყაშვილი; მოსწავლეები;

მოვიწვიეთ შორენა ხუხუა, წიგნის ,,შემოვალ ეტლით“ ავტორი, მოსწავლეებმა დაუსვეს კითხვები წიგნის შესახებ, ბოლოს ზაზა სუყაშვილმა წაგვიკითხა ლექსები;
მწერალს შეხვედრა მოვუწყეთ წალკის საზოგადოებრივ ცენტრში;
15
ერასმუსის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა

ევროკავშირის როლის გაცნობა ევროპული ქვეყნების განვითარებისათვის;
სიძულვის ენის მოსპობისათვის ხელშეწყობა;
სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება;
მარი-ივნის 2019წ
ირა ძირკვაძე
ნინო გორგაძე; ქეთი ბოლქვაძე

ირა ძირკვაძე იყო ესპანეთში, ქეთი ბოლქვაძე და ნათია მეკეიძე გაემგზავრნენ გაცვლითი პროგრამით ქვეყანა რუმინეთში;
ნინო გორგაძე და ირა ძირკვაძე მიდიან ბულგარეთში, ივლისში.
16
10. პროექტის შეჯამება,  გამოფენის მოწყობა -.
პროექტის შეჯამება.
27.03.2019

ირა ძირკვაძე. ციცინო გობაძე; ლევან ძირკვაძე, მოსწავლეები, მოწვეული სტუმრები,  პროექტში მონაწილე სკოლების დირექტორები;წალკის მერი და სოფლის გამგებელი;
პროექტორი, სურათები, კომპიუტერი.
პროექტის გამოფენა-შეჯამება მოვაწყეთ სასწავლო ცენტრის შენობაში, მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ მიღწევებზე, პროექტის მნიშვნელობაზე, წალკის მერი  მოსწავლეებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა;

შედეგების ანალიზი
პროექტში ჩართული იყო წალკის მუნიციპალიტეტის 5 სკოლა, ოთხი  ქართული(გუმბათი, ავრანლო, არწივანი, წალკის N1 საჯარო) და ერთი  არაქართული( ოზნი). 15 გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლე და 20 დანარჩენი სკოლების, სულ 35 მოსწავლე; სამი მასწავლებელი, ორი ქართული ენის: ციცინო გობაძე და ირა ძირკვაძე, ერთი გეოგრაფიის: ლევან ძირკვაძე.
        პროექტის საშუალებით მოსწავლეებმა დაინახეს ევროკავშირის როლი ცალკეული თემისა თუ ორგანიზაციების განვითარების საქმეში, გაიცნეს  იმ პროექტების შესახებ,რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლებზე,  შექმნეს პოსტერები: ,,მინდა გითხრა რომ ევროპა ნიშნავს...“ პოსტერების შექმნის დროს გამოიკვეთა მოსწავლეთა  შეხედულებები, შექმნილი პოსტერების მიხედვიტ დავგეგმეთ აქტივობები, რამაც მოსწავლეტა ინტერესი და ჩართულობა აამაღლა;
      პროექტის განმავლობაში მათ მოიძიეს ინფორმაციები თავიანთი სოფლების შესახებ  შეისწავლეს და გააცნეს საზოგადოებას;  ისწავლეს, თუ როგორ უნდა იზრუნო შენს სკოლაზე, თემსა თუ სოფელზე, თვითონ იყვნენ ჩართულები აქტივობებში, რამაც სოფლის ახალგაზრდობა გაააქტიურა,  როდესაც ნახეს, თუ ევროპულ ქვეყნებში როგორ იცავენ და უფრთხილდებიან გარემოს, თვითონაც დაასუფთავეს სოფელი და დაიწყეს გარემოზე ზრუნვა, ისწავლეს, თუ რას ნიშნავს იყო ტოლერანტი, ისწავლეს ჟესტურ ენაზე როგორ უნდა წარმოსთქვა სიტყვები,  გაიცნეს დუხაბორები, ისწავლეს სხვა რელიგიისა და ეროვნების ხალხისადმი პატივისცემა;
   მოსწავლეებმა დაწერეს პროექტები, მოიპოვეს დაფინანსებები, რითიც დაეხმარნენ თავიანთი სოფლის ახალგაზრდებს, ამით მათ დაინახეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ თემის განვითარებისათვის;
      გამოფენებს ვაწყობდით რაიონულ ცენტრში, რითიც სხვა სკოლის მოსწავლეებისთვისაც ვიყავით სტიმულის მიმცემი.

    ვმონაწილეობთ ერასმუსის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებში, ირა ძირკვაძე იყო ესპანეთში,  ქეთი ბოლქვაძე და ნათია მეკეიძე გაემგზავრნენ გაცვლითი პროგრამით ქალაქ რუმინეთში;
ნინო გორგაძე და ირა ძირკვაძე მიდიან ბულგარეთში, ივლისში.
 ასევე ვთანამშრომლობთ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტებს.
პროექტის რესურსები
პროექტისათვის მოსწავლეების  მიერ  გამოყენებული იქნა საინფორმაციო მასალები ინტერნეტიდან.
ტექნიკური საშუალებები
კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი. 
გარემო
·         ივრცე შეხვედრებისა და ტრენინგებისათვის: სასწავლო ცენტრი ,,გუმბათი“ , რომელიც მდებარეობს წალკის რაიონის სოფელ გუმბათში.
●წალკის სპორტული დარბაზი: გამოფენისათვის:
●,წალკის საზოგადოებრივი ცენტრის შეხვედრების დარბაზი მწერალ შორენა ხუხუასთან შეხვედრისათვის;
● წალკის N1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზი პროექტების გამოფენისათვის;
ადამიანური რესურსები:
1.       იცინო გობაძე - სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის, გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
2.       ირა ძირკვაძე- სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის, გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურისა და ინგლისური ენის მასწავლებელი;
3.       ლევან ძირკვაძე -სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის, გუმბათის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი;
4.       მარინე ბერიანიძე- სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის, N1 საჯარო სკოლის დირექტორი;
5.       რაზმიკ ანესიანი- სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის, ოზნის საჯარო სკოლის დირექტორი;
6.       მიხეილ ჯაყელი - სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის, ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი;
7.       გიორგი იაკობაძე- მოხალისე;
8.       ივეტა გოგავა- მოხალისე ფასილიტატორი; ჩაუტარა ტრენინგი ზეპირი ისტორიების ჩაწერის ტექნიკაზე;
9.       ასლან ართმელაძე - მოხალისე ტრენერი; ჩაუტარა ტრენინგი პროექტების წერაზე;
10.   მარიამ გოგავა -მოხალისე ტრენერი, ჩაუტარა ტრენინგი პროექტების წერაზე;
11.   ლუსინე დოსტიბეგიანი- ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერების ამოყვანის ორგანიზატორი;
12.   სალომე წიქვაძე -  ჟესტური ენის სამაგიდო  თამაშ ,,ჩუს“ შემქნელი;
13.   შორენა ხუხუა წიგნის ,,შემოვალ ეტლით“ ავტორი;
14.   მეგი პაპიაშვილი -  სტუდენტი ამერიკიდან;

პროექტში ჩართული მხარეების როლი
·         საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი პროექტ ,,აღმოაჩინე შენო სოფელის მხარდამჭერი“; მანვე უზრუნველყო  ოზნისა და წალკის N1 საჯარო  სკოლის მოსწავლეების  პროექტების დაფინასება;
·         ირის ჯგუფი ,,მრავალფეროვნების მართვა -საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა;
·         რუსთავის სკაუტ-ცენტრი და Georgian youth for Europe (GYE)   ერასმუს ახლაგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის ხელშეწყობა;
·         წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობა -  პროექტ ავრანლოს სკოლის მოსწავლეების პროექტის დაფინასება; ნაგვის გატანა;
·         რძის საწარმო  ,,გუმბათი“ -გუმბათის სკოლის მოსწავლეების პროექტის დაფინანსება;
·         რძის საწარმო ,,ცეზარი“ არწივანის მოსწავლეების პროექტის დაფინასება.
პროექტის ავტორი - ციცინო გობაძე; თანაავტორები - ირა ძირკვაძე; ლევან ძირკვაძე;

პროექტში მონაწილე მოსწავლეთა სია
წალკის N1 საჯარო სკოლა:

1.       ნინო ირემაძე
2.       თეონა ვაშაყმაძე
3.       დათო ქათამაძე
4.       კახა ქათამაძე
5.       ომარ ართმელაძე
6.       მამუკა ართმელაძე
7.       კახა აბულაძე

ოზნის საჯარო სკოლა
8.       ლიზა ბაიაზოვი
9.       ირაკლი ბაიაზოვი
10.   ანაჰიტ ჰანესიან
11.   ემილია ბლიკიანი
12.   ალინა ავაგიან
13.   ლალი ვარდუჰი
14.   ალინა ავაგიან
15.   ჰასმიკ ჰასტოიან
16.   აიცემნიკ გუბასარიან
17.   გორ სიმონიან

არწივანის საჯარო სკოლა
1)      ალეკო შანთაძე
2)      ლიზა ბიაზოვა
3)      ირაკლი ბაიაზოვა
4)      კახა აბულაძე
5)      მეგი დუმბაძე
6)      იამზე შაინიძე
7)      ლენა მიქელაძე
8)      ჯილდა მიქელაძე
9)      ლინდა დიასამიძე

ავრანლოს საჯარო სკოლა
1.       ხატია ჯაყელი
2.       ლინდა ხოზრევანიძე
3.       დარეჯან ღორჯომელაძე
4.       მახარე საგინაძე
5.       ბექა კახაძე;
6.       ნიკა შავაძე

გუმბათის საჯარო სკოლა
1.       ინდირა ვაშაყმაძე
2.       ქეთი საგინაძე
3.       ჯულიანა კახაძე
4.       ანა ძირკვაძე
5.       მურად კახაძე
6.       ქეთი ბოლქვაძე
7.       ნიკა ძირკვაძე;
8.       რუსუდან გელაძე;
9.       საბა საგინაძე;
10.   ნინო გორგაძე/