სამოდელო გაკვეთილი გიორგი ლეონიძის ,,ყივჩაღის პაემანი"



სამოდელო გაკვეთილის გეგმა:
ინოვაციური გაკვთილი


საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი:  ციცინო გობაძე
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო მე-12 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 6
თემა: გიორგი ლეონიძის ,,ყივჩაღის პაემანი“
გაკვეთილის მიზანი: 
·         მოსწავლე გაიხსენებს ვინ იყვნენ ყივჩაღები, გაეცნობა ხალხურ ლექს ,,მუხრანულს“, ნახავს, როგორ აისახა ლექსში ყივჩაღის ბუნება.შეაფასებს ყივჩაღების შემოსვლის დადებით და უარყოფით მხარეებს;
·         მოსწავლე მოისმენს გიორგი ლეონიძის მიერ წაკითხულ  ლექს ,,ყივჩაღის პაემანს“, გააანალიზებს მას იდეურ-მხატვრულად;
·         მოსწავლე  შეადარებს ხალხურ ,,მუხრანულს“ და გიორგი ლეონიძის ,,ყივჩაღის პაემანს“
·         მოსწავლე გაეცნობა ამავე თემაზე შექმნილ სხვა ლექსებს და  გააანალიზებს, თუ როგორ აისახა ყივჩაღის თემა მხატვრულ ლიტერატურაში.

ქართ. XII. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტე-ქსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობ-ლემატიკის თვალსაზრისით.

ქართ. XII. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტექსტში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების ერთმანეთთან შედარება.

ქართ. XII. 7. მოსწავლეს შეუძ-ლია გააანალიზოს კულტუ-რული, სოციალური და ისტო-რიული ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.

ქართ. XII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტების გაანალიზება.

ქართ. XII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.



N
აქტივობის აღწერა
მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის მიზანი
1
გამოწვევა: გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
პროვოცირების მიზნით მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დიაგრამის ერთ მხარეს  წეპოვანი ქაღალდებით გააკრან: დღევანდელი გაკვეთილისაგან ველოდები:--
ამის შემდეგ მასავლბელი სვამს კითხვებს: რომელი პოეტის შემოქმედებას ვსწავლობთ ჩვენ ახლა? რომელი ლიტერატურული დაჯგუფების წევრი იყო გიორგი ლეონიძე?
კიდევრომელ ცისფერყანწელებს იცნობთ?
რომელ პოეტს მიამრთავდნენ სახელით გოგლა?
რომელი პოეტი წერდა ლექსებს ელენე დარიანის ფსევდონუმით? რომელ ცისფერყანწელ პოეტს უწოდებდნენ ტიტეს?
კითხვა-პასუხი.
მთელ კლასთან
გაკვეთილის მიზნები და
შეფასების რუბრიკა
წეპოვანი ქაღალდი
3 წთ
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზნები, შეფასების კრიტერიუმები.
აუმაღლდებათ მოტივაცია.
2
 მასწავლებელი მიმართავს კლასს: დღევანდელი გაკვეთლი რომ კარგად გავააანალიზოთ, უნდა ვიცნობდეთ ვინ იყვნენ ყივჩაღები და  ვიცოდეთ ხალხური ,,მუხრანული“, სწორედ ამიტომ თქვენ დავალებად გქონდათ პრეზენტაციების მომზადება.
საშინაო დავალების პრეზენტაციები,
ჯგუფებს მიცემული ექნებათ დავალებეი  I ჯგუფი: ყივჩაღები საქართველოში.
II ჯგუფი: ხალხური ლექსის ,,მუხრანული“ ანალიზი.
პარალელურად ვავსებთ Tდიაგრამას, ყივჩაღების შემოსვლის დადებითი და უარყოფითი მხარეები,
პირველ ჯგუფს ვთხოვ შეავსონ დადებითი მხარეები,
მეორე ჯგუფმა შეავსოს უარყოფითი მხარეეები.
კედელზე გაკრული მაქვს ცხრილი, სადაც სწერია თითოეული სააანალიზო ლექსის სათაური, და მთავარი სათქმელი.. ვავსებ ცხრილის პირველ სტრიქონს.
პრეზენტაცია

 კითხვა-პასუხი
ასოციაციური რუკა, დემონსტრირება
მთელ კლასთან
ფლივჩარტი, მარკერი, სლაიდი, პროექტორი, კომპიუტერი
8  წთ
მოსწავლეები გაიხსენებენ ვინ იყვნენ ყივჩაღები, გააანალიზებენ ხალხურ ,,მუხრანულს“ იმსჯელებენ ყივჩარების შემოსვლის დადებითსა და უარყოფით მხარეებზე.
3










მა     მასწალებელი აკეთებს კომენტარს, როგორც ვხედავთ, ყივჩაღების შემოსვლას საქართველოში ბევრი უარყოფითი მხარეც ჰქონია, მას უსარგებლია ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობით, გადიდგულებულა, გაამაყებულა და ცოლიც კი მოუთხოვია მისთვის, მაგრამ, საბედნიეროდ, ქართველი კაცის სისუსტე წუთიერია, ის არ დათმობს ასე ადვილად მას, რაც საკუთარია.
სორედ ამიტომ არ დაუთმო მიხეილ ჯავახიშვილმა ჯაყოს ქართული სიმდიდრე და იმედია მომავალი თაობებიც იბრძოლებენ და დაიბრუნებენ წართმეულ ტერიტორიებს.
რაც შეეხება ყივჩაღის თემას, ეს პრობლემები კარგად აისახა ხალხურ ლექსში, ახლა მოდით, გავეცნოთ გიორგი ლეონიძის ლექს ,,ყივჩაღის პაემანს“ და ვნახოთ, აქ როგორ წარმოგვიდგინა პოეტმა ყივჩაღი და რა ახალი სათქმელი შემოიტანა მან ყივჩაღის სახით პოეზიაში.
მინი-ლექცია

მთელ კლასთან

 2 წთ
მოსწავლეები მოახდენენ წინარე ცოდნის გააქტიურებას.
4
 მასწავლებელი  აცნობს ლექსის სათაურს, უკითხავს ეპიგრაფს, იხსენებენ რა არის ეპიგრაფი მოასმენინებს გიორგი ლეონიძის ლექსს, რომელსაც თვითონ ავტორი კითხულობს.

მინი-ლექცია
მთელ კლასთან
სლაიდი, კომპიუტერი, პროექტორი
3 წთ
მოსწავლეები მოისმენენ  გიორგი ლეონიძის ლექსს ,,ყივჩაღის პაემანი“
5
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს უცნობ სიტყვებს.
ვარაუდების გამოთქმა
მთელ კლასთან
დაფა, ფლიფჩარტი, მარკერი.
2 წთ
მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს, თავიანთ მოსაზრებებს, იწერენ უცხო სიტყვებს.
6
მასწავლებელი მოსწავლეებს უნაწილებს სტროფებს და სთხოვს გააანალიზონ, თუ რამე დარჩებათ სათქმელი ან გაუგებარი უხსნის.

პარალელურად მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ვეფხისტყაოსნის სტროფს და სთხოვს, მოძებნონ მხატვრული ხერხები, მათ შორის ალუზია.

მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციებს, მასწავლებელი უკეთებს კომენტარს
ვავსებთ ცხრილის მეორე გრაფას.
კითხვა-ანალიზი
ინდივიდუალურად
სახელმძღვანელო, სტროფი ვეფხისტყაოსნიდან;
ცხრილი
10წთ
მოსწავლეები ვიზუალურად გაეცნობიან ასახსნელ მასალას, რაც ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებაში დაეხმარებათ
მოსწავლეები გაიხსენებენ მხატვრულ ხერხებს.
7.






7
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ,,ვენის დიაგრამას
შეადარონ ,,შემომეყარა ყივჩაღი“ და ,,ყივჩაღის პაემანი“
და სთხოვს შეავსონ, შემდეგ აკეთებენ დემონსტრირებას, გადააქვთ ფლიპჩარტზე.
დემონსტრირება
ჯგუფებში
ფლიფჩარტი - ვენის დიაგრამა;
თაბახი
5წთ
მოსწავლე განამტკიცებს თემას,  გაიგებს ორივე ლექსის მთავარ სათქმელს.
შეადარებენ ლექსებს;
8
მასწავლებელი კლასს აძლევს ლექსებს და სთხოვს წაიკითხონ და გააანალიზონ
როგორ აისახა შემოთავაზებულ ლექსებში ყივჩაღის სახე:  გოდერძი ჩოხელის ,,მე და ყივჩაღი“ და ლაშა გახარის ყივჩაღის მონატრება“
პარალელურად ავსებენ ცხრილს.
კითხვა-პასუხი
წყვილებში
ლექსები;
ფლიფჩარტი.
7წთ
მოსწავლეები გააანალზებენ, თუ როდორ აისახა ყივჩაღის თემა მხატვრულ ლიტერატურაში.





9.
მასწალებელი აკეთებს დასკვნას და შეჯამებას,
თვითშეფასების მიზნით სთხოვს მოსწავლეებს დაწერონ წეპოვან ქაღალდზე: დღეს გაკვეთილმა მომცა...
დამიტოვა კითხვა....
შეაფასებს მოსწავლეებს და აძლევს საშინაო დავალებას : ,,ყივჩაღის სახე ქართულ ლიტერატურაში“
დიალოგი
მთელ კლათან
წეპოვანი ქაღალდები
5 წთ
მოსწავლეები შეაჯამებენ გაკვეთილს, გააკეთებენ თვითშეფასებას, გაიგებენ საშინაო დავალებას.



ყურღანი _ ბორცვად აგებული მიცვალებულთა სამარხი;
ყაბარდოს ველი  _ ადგილი ჩრდილოეთ კავკასიაში;
ვსინჯავ _  ვამოწმებ;
ხოდაბუნები თავთუხებისა _ პურის ყანები;
ხოხბობა _ ხოხბების გამრავლეის დრო;
მიწურვილ იყო _ დასასრული იყო;
ტრამალი _ გრძელი და ვრცელი მინდორი;
მცხეთა _ იგულისხმება სვეტიცხოველი;
საკუტურები _ საკეტი ძელები;
მუზარადი _ დამცავი დავსაბურავი;
კელაპტარი _ დდი სანთელი;


მონაკვეთი
პოეტი გვიჩვენებს..
ციტატა
მხატვრული ხერხი
ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.



ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.




ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!










"მიწურვილ იყო ზაფხულიქვეყნად ამოსვლა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათი პაემანისა..."
 შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსანი" (წასლვა ავთანდილისა გულანშაროდან და ტარიელის შეყრა,
მონაკვეთი
პოეტი გვიჩვენებს...
ციტატა
მხატვრული ხერხი
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!




მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!




მოდი! გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..








"მიწურვილ იყო ზაფხულიქვეყნად ამოსვლა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათი პაემანისა..."
 შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსანი" (წასლვა ავთანდილისა გულანშაროდან და ტარიელის შეყრა

  და 
გოდერძი ჩოხელი
სამზღვარსა მუხრანისასა
რო ვეგდეთ მე და ყივჩაღი,
ის რო სისხლს ლევდა, მენაცა
რო ვეყარენით პირჩაღმით.
ცოლი რო სხვაგან წავიდა,
რო გახდა დუშმანისია,
, მაგით ძალმიცემული
ყივჩაღი წამოიწია.
მე რო ის მკვდარი მეგონა,
ის თურმე არ მომკვდარიყო,
შორით მიმზერდა, ფიქრობდა,
იქნება დრო დამდგარიყო
და როცა ჟამი იგულა,
მომვარდა ხმალმოღერებით;
პური კი აღარა მთხოვა,
პური ისედაც მისია,
ცხენი კი აღარა მთხოვა,
ცხენი ისედაც მისია,
ცოლი კი აღარა მთხოვა,
ღმერთმა გაიგოს, ვისია
მამული მთხოვა _ ვერ მივე,
ის ჩემი წინაპრისია.
შემომიტია ყივჩაღმა,
ჯიქურ და ჯიქურ მიტია,
ვახ თუ მამული მას დარჩეს,
მე გავხდე საძრახისია.
იმედი მრჩება ღმერთისა,
თან ჩემი პაპებისია.

1995.

 
ლაშა გახარია
ვაი, რა ცუდი ყოფილა
ქართველთან ცოლზე ცილობა
თავქვეშ ტყაპუჭი მიგდია,
ცხენიანია მჭირს ჭრილობა!
რა მწუთხში ამოწობილა
უცხო მიწა-წყლის შვილობა
ყარყუმის ბეწვის მაგიერ-
ჭინჭარში წოლა ტიალად;
უნდობლად ჩამორთმეული
ალალ მოწვდილი ფიალა
მაგრამ
თუ ქალმა გაცდუნა,
მაგრამ
თუ გულმა იალა, სისხმა იყივლა,
იწივლა, თივისებრ აგაბრიალა!..
ხორცი-ხოხბისა
კი არა,
პური-თავთუხის
კი არა,
ღვინო-მუხრანის
კი არა
უმალ ბეწვი თმა მოგარჩენს,
ურჩომიც გჭირდეს იარა.
ვაი, რა შარი ყოფილა,
ვაი, რა ზარი ყოფილა,
რა ბინდისფერი ყოფილა
ქართველის ცოლზე ცილობა.
ქვიშას ვჭამ მუხრანისასა ,
ათასგანა მჭირს ჭრილობა.
      
ანა ჯანელიძე (ფრაგმენტი)
უნდა შეგყროდა გზაზე ყივჩაღი
ჩემდა ტკივილად უნდა სეგყროდა,
უნდა ეთხოვა შენთვის პურიდა
ღვინო ეთხოვა ჩემგან შეპყრობილს
და ჩემი თავი მოესურვილა
არ სჯერდბოდა რაკი  შენს ყმობას
უნდა შეგყროდა გზაზე ყივჩაღი
უნდა შეგყროდა ვით ბედისწერა,
რომ ერთურთისთვის შეგეკლათ თავი
და დაგეოკათ გრძნობები მწველი
მე რას ვიზამდირა უნდა მექნა,
ქალი ოცნებით სავსეა მარად.
უნდა მეპოვნა სხვა სიყვარული
სხვა ვნებიანი დღეების ფარი
"მიწურვილ იყო ზაფხულიქვეყნად ამოსვლა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათი პაემანისა..."
 შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსანი" (წასლვა ავთანდილისა გულანშაროდან და ტარიელის შეყრა