ტესტები კ.გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენა"

,, დიდოსტატის მარჯვენა“ I თავი
1.როგორ ახასიათებს ავტორი ფარსმანს?


2.როგორ მოახერხა ფარსმანმა ჭილყვავის განადგურება?

3.როგორი იყო საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა ამ წელს?

4.ვინ ესტუმრა პირველად მეფეს ახალ წელს?
5. დაიკავშირეთ, ვინ რა ჩუქა მეფეს?
ა)სამი ქორი  ფოლადისფერი, შვიდი შავარდენი ლაზიკიდან ჩამოყვანილი, ერთი თავიც ველური ეშვისა სავსებით მოოქროვილი.
ბ)კლარჯეთიდან ჩამოტანილი ძელიცხოვლის ჯვარი,
გ)მთელი კონა ისრებისა
1.მამამზე ერისთავი, 2. კათალიკოსი, 3. მანადირეთუხუცესი
6. ვინ დალოცა მეფე ამ სიტყვებით? «მრავალჟამიერ ჰყოს დამბადებელმან ყოველთამან მეფობა შენი და ისარნი ესე გულსა შინა განერთხოს მეფობისა შენისა ორგულსა. წყეულიმც იყოს ყოველი გულბოროტი და ქვეგამხედვარი ტახტისა შენისაი».
 7. ვისზე ამბობს ავტორი? მდუმარე იყო ბუნებითგანვე, კაცი არამეტყველი, მაგრამ ფრიად დაკვირვებული.
8. დარბაზობის დროს ყველანი უხმლოდ იყვნენ, მხოლოდ ერთს ერტყა ფოლადის ჯავარდენი ანუ ხმალი, ვინ ნიყო ეს?
9. რა ამბავი ამცნო ზვიად სპასალარმა მეფეს დარბაზობის შემდეგ?
10 მამამზე ერისთავის ერთადერთი ვაჟი ჭიაბერი გუდამაყარში შებრძოლებია კოლონკელიძეს, მაგრამ უვნებლად უკუქცეულა და ქორსატეველას ციხეში ჩაკეტილა მცირედის ჯარით.
არც ის დაუმალავს ზვიად სპასალარს, ამ შეტაკებისას მხოლოდ ცამეტნი ფხოველნი დაუკოდნიათ ისრით და შვიდნი არაგველნი საკმაოდ მსუბუქად.
 ეს მონაკვეთი
ა) ამტკიცებს ჭიაბერის ერთგულებას
ბ) ეჭვქვეშ აყენებს ჭიაბერის ერთგულებას,
გ) ამტკიცებს ჭიაბერის მტკიცე სარწმუნოებას.
 11. რატომ არ სჯერავს გიორგი მეფეს მამამზეს ღალატი?
12. საქართველოს მეფისათვის თვალისასახვევად ხატებითა და ჯვრებით ჰქონდათ მორთული ქორსატეველას ციხე-დარბაზი და კარის ეკლესია. მიუვალს მთებში წარმართული ბომონები ჰქონდათ მუხოვანებში აღმართული და იქ ლოცულობდნენ თავათ.
ვისზეა ამ მონაკვეთში საუბარი?
13. როგორი იყო ავტორის თქმით გიორგის რწმენა?

14. რას აკეთებდა მეფე ბიზანტიისათვის თვალის ასახვევად?
 15. რისთვის იყო მამამზე ერისთავი სადარბაზოდ მოსული ზვიად სპასალარისა და მეფის აზრით?
16. ბიზანტიონიდან დაბრუნებისთანავე ღალატით მოაკვლევინა ოვსთა მეფე და ძალით ითაყვანნა ოვსნი; შეუდარებელ მეომარსა და მოჯირითეს დიდი სახელი ჰქონდა გავარდნილი მთელს კავკასიონში.
ვიზეა საუბარი ამ მონაკვეთში?
17 რა გადაწყვიტეს ზვიადმა და მეფემ?



ტესტები XVI-XIX თავები
1.       ოჩანის ციხის აღების დროს რა უპირატესობა ჰქონდათ მთიელ მებრძოლებს?
2.       რა უპირატესობა ჰქონდა მეფის ლაშქარს?
3.       ვისი გამარჯვებით დამთავრდა ბრძოლა?
4.       როგორ დასაჯა ზვიადმა ციხისთავი?
5.      ,,გზადაგზა პურ-მარილით ეგებებოდნენ ფხოველნი. ყელზე საბელშებმული ხევისბერები ითხოვდნენ ზავს.  რისი ნიშანი იყო ყელზე საბელის შებმა და როგორ უსწორდეოდა ზვიად სპასალარი ამ ხევისბერებს?
6.      რისი იმედი მიეცა თალაგვა კოლონკელიძეს, როდესაც გაიგო, რომ მეფე მასთან მიდიოდა?
7.      როგორ შეხვდა მამამზე მეფეს ქორსატეველას ციხეში?
8.      რა იფიქრა კოლონკელიძემ, როდესაც გიორგის მცირე ამალა დაინახა?
9.      ამოდ შესაყრელი კაცი იყო, - ტანმორჩილი, ტანხმელი, მაგრამ მშვენიერი ვაჟკაცი; წვერი გაჟღალებოდა ოდნავ, მაგრამ ჭაბუკური იერი გადაჰკრავდა სახეზე, თაფლისფერ თვალებიდან სიჭაბუკის ცეცხლი გამოკრთოდა.          ვისზეა საუბარი? 
10.  ისე ტკბილად მოსაუბრობდნენ, თითქოს ყველას დავიწყნოდა, საომრად რომ უნდა შეხვედროდნენ ამ ხეობაში ურთიერთს.   _ ვისზეა საუბარი?
11.  და-ძმას უფრო წააგავდნენ იმ ჯირითში ისინი, ვიდრე ხუმრობით გაჯიბრებულ მამა-შვილს._ ვისზეა საუბარი?
12.  მეფემ დააბარა: ხევისბერებს არ ახლოო ამიერიდან ხელი. შეუთვალა: ცხრაკარი დააგდეო მყისვე და ზეგ დილამდის მიცადეო პანკისში. _ რას ნიშნავდა ზვიად სპასალარისთვის ეს დანაბარები?
13.  რისი იმედი მიეცა კოლონკელიძეს პანკისის ხსენებაზე? მისი როგორი ხასიათი გამოიკვეთა ამ მონაკვეთით?
14.  ვინ იყვნენ შიმუნვარები?
15.  ვინ იყო შორენასთვის არსაკიძე?
16.  ორი რამ  შეჰხარბდა მეფეს კოლონკელიძის, რა იყო ესენი?
17.  რატომ ღელავდა მეფე პურობის დროს? რისი ეშინოდა?
18.  ვინ მიართვა სამადლობელი ჯიხვი გიორგის?
19.  რა არის მყვირალობა?
20.  რა ერქვა შორენას ნუკრს? და რა მოუვიდა ნუკრის დედას?
21.  ამ წუთში მას ერჩივნა უბრალო აზნაური ყოფილიყო და არა მეფე. მალემსრბოლი უშიშარაისძე მართლაც შეეპყრო რომელიმე ხევისთავს და ზვიადი მართლაც წასულიყო ლაშქრითურთ პანკისს._  როდის იყო ეს მომენტი?
22.  რა უბრძანა დარბაზში შემოსულმა ზვიადმა კოლონკელიძეს?
23.  რა პასუხი გასცა მეფემ შორენას მუდარას, რომ ეპატიებინა მამისათვის?
24.  მოკლედ ჩამოწერეთ, რით დამთავრდა მეფის სტუმრობა კოლონკელიძესთან?
25.   რამდენი წლის გამეფდა გიორგი?
26.  ვის მიემხრო გიორგი ბიზანტიის კეისრის წინააღმდეგ საბრძოლველად?
27.   ვინ იყვნენ ფოკა და ქსიფე?
28.  რა გაუგზავნა კეისარმა გიორგის დაშინების მიზნით?
29.  ვისი გამარჯვებით დამთავრდა ქართველებისა და ბერძნების  ბრძოლა უხტიკესთან?
30.  ხან ათი ათასებს მოასრევინებდა ჯალათებს, ხანაც მეფურ საჭურჭლეთა გასცემდა უხვად. თავის ქვეშევრდომების მიერ ღვთაებად აღიარებას მიელტვოდა და მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა დრუზების სექტამ «ღმერთად» გამოაცხადა იგი. - ვისზეა საუბარი?
31.  ვინ იყვნენ ფატიმიდები?
32.  რას სთხოვდა კათალიკოსი გიორგის გადამწვარი ოლთისის ტაძრის ნაცვლად?