კათედრაზე

ლიტერატურის თეორია

ტროპი ენობრივი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალება, რომლის ერთ-ერთი ზუსტი განსაზღვრა ჯერ კიდევ ძველ რომში გაჩნდა. იგი ეკუთვნის რომაელ ორატორს მარკუს ფაბიუს კვინტილიანეს: „ტროპი სიტყვის საკუთარი მნიშვნელობის ისეთი შეცვლაა, როცა ხდება მნიშვნელობის გამდიდრება“. მთავარია მკითხველმა შეძლოსმნიშვნელობის გამდიდრებისდანახვა, ანუ იმ ახალი აზრის დანახვა, რომელიც ჩნდება მხატვრულ ტექსტში სიტყვისგარდასახვისმეშვეობით.
ტროპის მარტივი სახეებია:
·                                             შედარება
·                                             ეპითეტი
რთული სახეებია:
·                                             მეტაფორა
·                                             ლიტოტესი
·                                             ალეგორია
·                                             ირონია
·                                             ჰიპერბოლა
·                                             მეტონიმია
·                                             პერიფრაზი
·                                             სიმბოლო.
ეპითეტი: (ბერძნ. epithetos – ზედდართული, დამატებული) – მხატვრული განსაზღვრა, პოეტური განმარტება, დახასიათება. უხშირესად ზედსართავი სახელით. მაგალითად: ანკარა წყალი და .. განსაზღვრებისგან გამოირჩევა. განსაზღვრება ხას უსვამს საგნისა თუ მოვლების ძირითად დამახასიათებელ ნიშანს, ეპითეტი კი რაიმე ნიშნის მიხედვით ახასიათებს საგანს ან მოვლენას ან პიროვნებას და ამასთანავე  გამოირჩევა ექსპრესიულობით, ხატოვნებით, გადატანითი მნიშვნელობის ელფერით.მაგალითად: „ვეფხისტყაოსანში“ ტოსტევან მეფის დამახასიათებელი ეპითეტებია: მაღალი, უხვი, მდაბალი, მოსამართლე, მოწყალე და ა.შ.
           „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს,
             ყელმოღერებულს იასა.“
                                       (ვაჟა)
      აქ  „ყელმოღერებული“ იის ეპითეტია.
       „როგორ გიხარიათ, რომ ის თქვენი აღზრდილი შვილი(არწივი) ისე  მამაცი, შეუპოვარი და ლამაზია.“(ვაჟა)
   მამაცი, შეუპოვარი, ლამაზი  არწივის დამახასიათებალი ეპითეტებია.
    შედარება მხატვრული მეტყველების ყველაზე ფართოდ გავრცელებული ხერხია.                
   შედარებისთვის დამახასიათებელია საგნის ან მოვლენის რომელიმე თვისების ხაზგასმა. შედარებისას აუცილებელია, რომ არსებობდეს ორი ისეთი საგანი ან მოვლენა, რომლებსაც რაიმე საერთო აქვთ. შემოქმედი ცდილობს ორიგინალური, მაგრამ ადვილად წარმოსადგენი ნიშან-თვისებები დაძებნოს საგანთა შორის. გარდა ამისა შედარება  მით უფრო ეფექტურია, რაც მეტადაა საგნები ერთმანეთისგან დაშორებული.
    შედარება საგანს ან მოვლენას სხვა საგნისა და მოვლენისთვის დამახასიათებალი თვისების საშუალებით წარმოგვისახავს.  შედარების დროს ხშირად გამოიყენება თანდებულები: ვით, ებრ. მაკავშირებელ ფუნქციას ასრულებენ აგრეთვე სიტყვები: როგორც, ვით, მსგავსი, მგონია, ისე, თითქოს, ვითომ და სხვა.
„და მე ავტირდი, ვით მეფე ლირი.
             (გალაკტიონი)
„ღამენათევი და ნამთვრალევი, დაღლილ ქალივით მივალ  ხატებთან“
                                   (გალაკტიონო)
  პირველ შემთხვევაში  ლირიკული გმირის სულიერი მდგომარეობა შედარებულია მეფე ლირის ტირილთან, ხოლო მეორე SemTxvevaSi daRlil qalTan.                                                                                                                                                                                                                                                                                              
ლიტოტესი (ბერძნ. λιτότης) — არის ჰიპერბოლის საპირისპირო მხატვრული ხერხი, ტროპის მარტივი სახე. ლიტოტესი ნიშნავს დამცირებას და წარმომდგარია ბერძნული სიტყვისაგანმცირე
ალეგორია: (ბერძნ. allegoria – გადაკრულად თქმა) – გადაკრულად ნათქვამი სიტყვა თუ სიტყვათა რიგი, რომელშიც მოვლენის შინაარსი კონკრეტული სახითაა წარმოდგენილი. მასში ნათქვამია ერთი და იგულისხმება მეორე (ანდაზა, გამოცანა, იგავ-არაკი და სხვ.). მისი მიზანია ავტორის აზრის შენიღბვა.
ირონია (ბერძნ. είρωνεία (eironeia) – მოჩვენებითობა, თვალთმაქცობა) – თავაზიანობით შენიღბული დაცინვა, დამცინავი გადაკვრით ნათქვამი (თავშეკავებული, მშვიდი, სერიოზული ტონი, გარეგნულად გამოხატული პატივისცემა).
მძიმე ირონია, რომელშიც მოსაუბრე ემფატიურად სინამდვილის საპირისპიროს აცხადებს, სხეულის ენა კი საპირისპიროზე მეტყველებს,სარკაზმი ხდება. სარკაზმი ირონიის უფრო დამცინავი ფორმაა. სარკაზმის გავრცელებული ფორმაა ირონიულად რაიმე პოზიტიურის თქმა, მაშინ როცა იმის საპირისპირო მნიშვნელობა იყო გამიზნული. თუმცა სარკაზმში ირონიის რაღაც წვლილიც არის, ამ ორ ტერმინს როგორც წესი განაცალკევებენ ხოლმე.
სარკაზმის მაგალითი შეიძლება იყოს გაბრაზებული ტონით ნათქვამი "კარგი გიქნია", მაშინ როცა მხედველობაში აშკარად საპირისპირო მოქმედება იყო. ვინაიდან ორივე მხარისთვის ნეგატიური მიმართვა აშკარაა, პოზიტიური გამოთქმის ინციდენტი ირონიად ამ შემთხვევაში არ აღიქმება.
ირონიის მაგალითი სარკაზმის გარეშე იქნებოდა ფრაზა "არა უშავს რა", ნათქვამი რაიმე შთამბეჭდავი საქმის შესაფასებლად. მთქმელიც და გამგონიც ამ შემთხვევაში ისმენენ პირდაპირი მნიშვნელობით "კარგია, მაგრამ დიდი არაფერი", თუმცა ამასთან ესმით ამ ფრაზის მიღმა ფარული შექება. ორივე მხარე იზიარებს ირონიას.
ალიტერაცია(ლათ. alliteratio) – ერთსა და იმავე მსგავსი თანხმოვანი ბგერების განმეორებაა სალექსო სტრიქონში. გამოსახვის პოეტური ხერხი, ემოციური ზეგავლენის საშუალება, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმა. ქმნის ლექსის კეთილხმოვანებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკურ თვალსაჩინოებას. ბგერების გამეორება მაშინაა პოეტური, ესთეტიკური როცა მას თან ახლავს გამომსახველობითი ემოციური ძალა. ბგერების უაზრო, ფორმალისტური თამაში მოკლებულია მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებას.

მაგალითები [რედაქტირება]

ვიკიციტატა
ლეილას თვალები ელავენ ბნელიდან, დედოფალს ახლავან მხევალნი მცველებად ყვავილის მწველია ლეილას ხელიდან, დალალნი დაშლილან ელვარე გველებად.

ალიტერაცია შეიძლება იყოს პროზაულიც. იგი რიტმული პროზის ერთ-ერთ ძირიათად კომპონენტად ითვლება:
ვიკიციტატა
ქორისფერი ქორედები ცის სილურჯეს მიბჯენოდნენ თხემებით. “


ვიკიციტატა
ცხრატბის ერისთავის მეუღლეს ცხრა ღამეც არ გაუთევიაო ქმართან


ვიკიციტატა
ბნელში დაბუდებული ბუს მართვე ბნელს უჩიოდა ხილნარში


ვიკიციტატა
მარგო, რამ გარგო აგრე რიგად

მაგალითები [რედაქტირება]

ვიკიციტატა
ლეილას თვალები ელავენ ბნელიდან, დედოფალს ახლავან მხევალნი მცველებად ყვავილის მწველია ლეილას ხელიდან, დალალნი დაშლილან ელვარე გველებად.

ალიტერაცია შეიძლება იყოს პროზაულიც. იგი რიტმული პროზის ერთ-ერთ ძირიათად კომპონენტად ითვლება:
ვიკიციტატა
ქორისფერი ქორედები ცის სილურჯეს მიბჯენოდნენ თხემებით. “


ვიკიციტატა
ცხრატბის ერისთავის მეუღლეს ცხრა ღამეც არ გაუთევიაო ქმართან


ვიკიციტატა
ბნელში დაბუდებული ბუს მართვე ბნელს უჩიოდა ხილნარში


ვიკიციტატა
მარგო, რამ გარგო აგრე რიგად

ასონანსი (ფრანგ. assonance - თანხმობა) — რამდენიმე მნიშვნელობა აქვს:

1.                             სალექსო სტრიქონში ერთი და იმავე ხმოვნის გამეორება. ასონანსი აძლიერებს კეთილხმოვანებას, მაგ,., მზემ დასავლეთი დააიარა (. ტაბიძე);
2.                             არაზუსტი რითმა, რომელშიც ხმოვნები საერთოა, თანხმოვანთა ერთი ნაწილი კი განსხვავებული. ასონანსურ რითმებს ქმნის: მსგავს თანხმოვანთა მონაცვლეობა (მაგ., კვირტი - ზვირთი), განსხვავებულთანხმოვანთა მონაცვლეობა (მაგ., გადამხედია - მტერია), თანხმოვნის დაკლება რითმის ბოლოში (მაგ., ვნახეთ - კახეთს), თანხმოვნის დაკლება რითმის შიგნით (მაგ., მოდებს - ისმოდეს), თანხმოვანთა მეტათეზისი (მაგ., წამსვე - სავსე).
ანჟამბემანი (ფრანგ. enjambement - გადატანა) ანუ გადატანა, პოეტური გამოსახვის ხერხი. წინადადების ნაწილის გადატანა ტაეპიდან ტაეპში გამოწვეულია იმით, რომ ლექსის ინტონაციურ-ფრაზობრივი და მისი მეტრული დაყოფა არ ემთხვევა ერთმანეთს. ანჟამბემანი ხელს უწყობს ცალკეული სიტყვების გამოკვეთას, აძლიერებს მეტყველების ექსპრესიულობას, ლექსში შეაქვს სასაუბრო ინტონაცია.

ტაეპური ანჟამბემანი [რედაქტირება]

ტაეპური ანჟამბემანი სხვადასხვა ხასიათისაა:

) ფრაზა ავსებს პირველ ტაეპს და მთავრდება მეორის დასაწყისში:

შორეული ქალის ეშხი
მოვა...მაგრამ როდის? (. ტაბიძე)

) ფრაზა იწყება ტაეპის ბოლოს და ავსებს მეორე ტაეპს:

ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი. (. ტაბიძე)

) ფრაზა იწყება პირველი ტაეპის ბოლოს და მთავრდება მეორე ტაეპის დასაწყისში:

მივედი სახლში. ქორწილი
გაჩაღებულა, მღერიან. (ვაჟა-ფშაველა)

) იშვიათია ისეთი ანჟამბემანი,როდესაც ტაეპიდან ტაეპში გადატანილია სიტყვის ნაწილი (დამარცვლის წესით):

არაფერი! სტყუი! მაშ და-
ლალის ბეწვ-ბუსუსი...
გვერდზე რისთვის ათამაშდა?!
გამეორება, პოეტური მეტყველების ერთ-ერთი გამომსახველობითი საშუალება, ემოციური ზემოქმედების გაძლიერების მიზნით ენობრივი ელემენტების შეგნებული გამეორება. ლექსის სტრუქტურის მაორგანიზებელ მეტრულ-რიტმულ გამეორებათა სისტემაში შედის: ტერფი,ცეზურა, ანაკრუზა, კლაუზულა, საზომი (ტაეპი), რეფრენი (მისამღერი). ენობრივ გამეორებას მიეკუთვნება ძირითადად ბგერის გამეორება (ალიტერაცია, ასონანსი, რითმა), ძირის გამეორება (მაგ., "მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დაღი არ დარობს დარულა..." შოთა რუსთაველი), სიტყვის ან სიტყვათა ჯგუფის გამეორება (მაგ., "ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ... ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის, სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..." . ტაბიძე).
გამეორება ხშირია ხალხურ სიტყვიერებაშიც, განსაკუთრებით საყმაწვილო ზღაპრებსა და ლექსებში (მაგ., "რწყილი და ჭიანჭველა", "გვრიტი", "თხამ ვენახი შეჭამა"), სადაც სტილისტიკური გამომსახველობის გარდა იგი ემსახურება ბავშვის მეტყველებისა და მეხშირების განვითარებას. გასამეორებელი ტექსტი აქ თანდათან რთულდება.


პრეზენტაცია


                       http://www.slideshare.net/gtsitsino/ss-42618679

                           ოქმი  (ამონაწერი)
ფილოლოგია_საზოგადოებრივი მეცნიერებისა და დაწყებითების კათერდების გაერთიანებული სხდომისა, რომელიც ჩატარდა 2013 წლის 21 ნოემბერს.
სხდომას ესწრებოდნენ მასწავლებლები:
ცირა კახაძე, ნარგიზ საგინაძე, ციური შავაძე, გულნარა პაპიძე, მაყვალა კახაძე, მანანა ბოლქვაძე, ცისმარ ხოზრევანიძე, მარეხი მარგველაშვილი, ციცინო გობაძე, ლია დეკანაძე.
მოისმინეს: ციცინო გობაძის მოხსენება „როგორ ვწეროთ ესე“
გამოყენებული ლიტერატურა: