პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა




  სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა
                                                
სასვენი ნიშნების გამოყენების პრობლემები და
მისი გადაჭრის გზები საშუალო საფეხურის მოსწავლეებში


  
  
  
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ციცინო გობაძის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

                                                             2017-2018სასწავლო წელი


სარჩევი
1.                  შესავალი  
1.1                საკითხის აქტუალობა -------------------------------------------------- -----3
1.2              ინფორმაცია სკოლის შესახებ-------------------------------------------------4
1.3              პრობლემის გამომწვევი მიზეზები -----------------------------------------  4
1.4               კვლევის განხორციელების გზები------------------------------------------- 5
1.5              კვლევის მიზანი----------------------------------------------------------------- 7
თავი 2 / ლიტერატურის მიმოხილვა  ------------------------------------------------       8

თავი 3/  კვლევის გეგმა-----------------------------------------------------------       16

თავი  4

4.1  საკვლევი კითხვები-------------------------------------------------              20

4.2  სამიზნე ჯგუფი----------------------------------------------------------      20

4.3  კვლევის მეთოდები------------------------------------------------------     20

თავი 5/მონცემთა ანალიზი
5.1  ფოკუს-ჯგუფის ანალიზი------------------------------------------------------21
5.2  მოსწავლეთა ანკეტირების ანალიზი------------------------------------------21
5.3  მასწავლებელთა გამოკითხვის ანალიზი-------------------------------------24
თავი 6/ ძირითადი დასკვნები და მიგნებები-----------------------------------24
               თავი 7/ ინტერვენცია
7.1 ინტერვენიციის ანალიზი-----------------------------------------------------25
7.2 ინტერვენციის შედეგები------------------------------------------------------26
7.3 განმეორებითი ანკეტირების ანალიზი-----------------------------------26
თავი 8/ კოლეგებთან გაზიარება-----------------------------------------------28
თავი 9/ დასკვნა -------------------------------------------------------------------28
კვლევის ბიბლიოგრაფია-------------------------------------------------------30
დანართი N1 კვლევის გეგმა------------------------------------------------------31
დანართი N2 მშობელთა თანხმობის ფურცელი------------------------------32
დანართი N 3 კვლევის ანკეტა--------------------------------------------------32
დანართი N 4 მოსწვლეთა ანკეტირების შედეგები---------------------------34
დანართი N 5 მოსწავლის თვითდაკვირვების დღიური--------------------38
დანართი N 6 მასწავლებლის დაკვირვების დღიური------------------------39
დანართი N 7 განმეორებითი ანკეტა-------------------------------------------40
დანართი N 8 განმეორებითი ანკეტირების შედეგები-------------------------42
დანართი N9 ინტერვენციის შეფასების შედეგები---------------------------43

შესავალი /თავი I
1.1 საკითხის აქტუალობა
     ადამიანის მეტყველება დანაწევრებულია სიტყვებად და წინადადებებად, რომლებიც საუბრის დროს ერთმანეთისაგან პაუზით გამოიყოფა. ზეპირი მეტყველების დროს მოუბართა შორის ურთიერთობასა და აზრის გაგებას აადვილებს აგრეთვე ჟესტი, მიმიკა, ხმის მოდულაციები, წერითი მეტყველების დროს ეს დამხმარე საშუალებები ქრება, ამიტომ, ცხადია, წერითი მეტყველების პროცესი უფრო რთულია და მეტ ძალისხმევას მოითხოვს, რათა წერილობით გამოთქმული აზრი მკითხველისათვის ისევე  გასაგები იყოს, როგორც ზეპირად ნათქვამი. დაწერილი თუ დაბეჭდილი ტექსტის უკეთ გაგებას ემსახურება სწორედ სასვენ ნიშანთა სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება ტექსტის დანაწევრება და გრაფიკული მოწესრიგება, იკვეთება ლოგიკურ-გრამატიკული ურთიერთობა წინადადებებს შორის.
    პუნქტუაციის წესების დაუცველად ძნელია გასაგებად წერა და წაკითხულის სწორად გაგება, ამიტომ, ცხადია, ამ წესების ცოდნა და სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება ყველა წიგნიერ ადამიანს მოეთხოვება. ვინც პუნქტიაციის წესები არ იცის, მან, შეიძლება ითქვას, წერა-კითხვა არ იცის. სასვენი ნიშნების დასმა ჩვევად უნდა იყოს ქცეული და წერის პროცესშივე ხდებოდეს, როგორც გამოჩენილი ენათმეცნიერი აკადემიკოსი  არნოლდ  ჩიქობავა ამბობს, თუ მოწაფე წინადადების დაწერის შემდეგ ანგარიშობს, რა სასვენი ნიშანი დამჭირდება ამ წინადადებაშიო, მან სასვენი ნიშნების დასმა არ იცის, ვარჯიშის შედეგად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სასვენ ნიშნებს მოსწავლეები სვამდნენ წერის პროცესში. ყოველგვარი გამოანგარიშების გარეშე (მოსაფიქრებელი შეიშლება იყოს ცალკეული რთული შემთხვევები).
  ჩემი პედაგოგიური მუშაობის მანძილზე ხშირად მქონია პრობლემური თემები, რომელთა გადაჭრის გზების ძიება და გამოსწორება მიცდია, ამჯერად ჩემთვის აქტუალურია  სასვენი ნიშნების გამოყენების პრობლემები მოსწავლეებში, რადგან ხშირად მიწევს მათთან ამ საკითხზე ხანგძლივი მუშაობაარ იციან მისი გამოყენებს წესები, არასწორად იყენებენ ან სულაც არ წერენ.ჩემთვის პარადოქსია, რომ ზოგჯერ მთელ ესეს ისე დაწერენ, ერთ სასვენ ნიშანსაც არ გამოიყენებენ. ძირითადად უჭირთ მძიმის გამოყენება განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებთან.
       
                                
1.2 ინფორმაცია სკოლის შესახებ
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში 74 მოსწავლე სწავლობს, სკოლაში 18 პედაგოგი ემსახურება მოსწავლეთა აღზრდას, მათგან  8 უფროსი  მასწავლებელია.
სკოლას ჰყავს აქტიური მოსწავლეევბი, ვღებულობთ მონაწილეობას სხვადასვა სახის კონკურსებში.
   კლსებში მოსწავლეთა საშუალო რაოდენობაა 7-8.
   სკოლა განთავსებულია ყოფილი სასოფლო კლუბის შენობაში, აქვს მხოლოსდ საკლასო ოთახები, არ აქვს ბიბლიოთეკა, არ აქვს კომპიუტერების ოთახი,  არ აქვს კომპიუტერები, მასწავლებლები ვიყენებთ საკუთარ ნოუთბუქებსა და რესურსებს და გვაქვს უამრავი წარმატება, ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში და წარმატებებს აღწევენ;
        სკოლაში ქართულ ენასა დიტერატურას ასწავლის სამი მასწავლებელი, საშუალო და საბაზო საფეხურის კლასებში გამოიყენება გამომცემლობის ,,სწავლანი“ სახელმძღვანელო, ავტორები: ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი, ა.არაბული, მ.ხუციშვილი, ლ.დათაშვილი.


  1.2 პრობლების გამომწვევი მიზეზები:
     
    სასვენი ნიშნების გამოყენება ყოველთვის იყო და რჩება მოსწავლეებში პრობლემად, ხშირად მაქვს ისეთი შემთხვევები, რომ მომსწავლე მთელ ესეს ისე დაწერს, ერთ სასვენ ნიშანსაც არ გამოიყენებს, ეს პრობლემა სოციალურ ქსელში განსაკუთრებით იჩენს თავს, ყველა ასაკის, პროფესიისა თუ სტატუსის მომხმარებელში.
    ესგ-ს მიხედვით გრამატიკის სახელმძღვანელო საბაზო და საშუალო საფეხურის  კლასებში არ გვაქვს, ლიტერატურის გაკვეთილებზე კი ვერ ხდება საფუძვლიანი მუშაობა გრამატიკასა და, კერძოდ, სასვენი ნიშნების გამოყენების წესებზე, ამიტომ  მოსწავლეების ნაშრომებში პრობლემური საკითხია ამ წესების დაცვა;
 სასვენი ნიშნების გამოყენება ერთჯერადად ვერ ისწავლება, ის ჩვევად უნდა ექცეს მოსწავლეს, ამას კი ბევრი ვარჯიში სჭირდება, გაკვეთილებზე მასწავლებელს არ რჩება დრო, რომ ავარჯიშოს, ერთჯერადად მიცემული  განმავითარებელი კომენტარი კი არაეფექტურია, რადგან მოსწავლე კარგად ვერ აცნობიერებს მისი გამოყენების მნიშვნელობას.
          პუნქტუაციის წესებს მოსწავლეები სწავლობენ საშუალო დაწყებითსა და საბაზო საფეხურზე, თუმცა მისი ტრანსფერი და გამოყენება უჭირთ,  როდესაც ესეს წერს და მასწავლებელი კომენტარს უკეთებს, ერთჯერადად ასწორებს, თუმცა სხვა დროს აღარ იყენებს, რადგან უმნიშვნელოდ მიაჩნია;
  მოსწავლეები ხშირად იყენებენ სოციალურ ქსელებსა და და კომუნიკაციის სხვა საშუალებებს, სადაც არ იყენებენ სასვენ ნიშნებს, აქაც უმნიშვნელოდ მიაჩნიათ, ამით  კი ჩვევად უყალიბდებათ სასვენი ნიშნების  ,,არგამოყენება“.
     წერით დავალებას მარტო ქართულ ენაში არ ასრულებენ, სხვა საგნის მასწავლებლები კი ,რა თქმა უნდა, ამისათვის შენიშვნებს არ აძლევენ, რაც ხელს უწყობს ნასწავლი წესების დავიწყებას.
   პუნქტუაციის სწავლება პირველივე კლასიდან უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს მეთორმეტე კლასის ჩათვლით,რადგან პრაქტიკაში მეორეკლასელიც შემხვედრია, წინადადებებს კი არა, სიტყვებს რომ არ გამოყოფდა ერთმანეთისგან და -მეთორმეტეკლასელიც, რომელიც სიტყვებს კი გამოყოფდა ინტერვალით, მაგრამ წერტილის დასასმელადაც კი შეხსენება სჭირდებოდა.
       პრობლემიდან გამომდინარე დავინტერესდი, თუ რამდენად იყენებენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები სასვენ ნიშნებს და რამდენად აქცევენ მათ მასწავლებლები ყურადღებას, რადგან ვთვლიდი, რომ  მათ დაბალი კლასებიდან არ ჰქონდათ ჩვევა ჩამოყალიბებული, მასწავლებლების თანხმობით გადავხედე მათ ნამუშევრებს და ჩემი ვარაუდი გამართლდა, ბავშვები ან არ იყენებენ, არ არასწორად იყენებენ რაზედაც სათანადო რეაგირება ვერ დავინახე.
   რადგან დაწყებით კლასებში ძირითადი ორიენტირება გამართულ კითხვასა და ლამაზად წერაზეა გამახვილებული, სასვენი ნიშნების გამოყენებაზე მუშაობას ნაკლები დრო ეთმობა, ამიტომ მოსწავლეებს უჭირთ ამ მხრივ მუშაობა, ის, რაც დაბალ კლასებში ვერ ისწავლეს, მაღლა ჩვევად აღარ ყალიბდება. ამიტომ საჭიროა გზების გამონახვა, რომ მოსწავლეებს პუნქტუაციის წესების დაცვის აუცილებლობა ვასწავოთ და მათი გამოყენება ჩვევად ჩამოვუყალიბოთ;
 მე-11 კლასს ვასწავლი მე-8 კლასიდან, როგორც კი შევედი ამ კლასში, დავინახე, რომ მოსწავლეები საერთოდ არ სვამდნენ სასვენ ნიშნებს, ჩემი უამრავი მითითების მიუხედავად, ეს პრობლემა პრობლემად რჩება, ამიტომ დავისახე მიზნად, გამომეკვლია ამის გამომწვევი მიზეზები და დამესახა ღონისძიებები, რითიც მოვაგვარებდი პრობლემას.


 1.3 კვლევის განხორციელების გზები:
    საკვლები თემისა და მიზნების განსაზღვრის შემდეგ მოსწავლეებს გავაცან კვლევის მიზნები, კლასის ხელმძღვანელისა და დირექციის ხელშეწყობით გავესაუბრე მშობლებს და მივიღე მათგან თანხმობები, თვიანთი  შვილების კვლევაში მონაწილეობის შესახებ,  კითხვა- პასუხის  საშუალებით   გავარკვიე,  ახსოვთ  თუ  არა  თეორიული  მასალა  სასვენ  ნიშნებზე,  იციან  თუ  არა  სად,    რა  შემთხვევაში,   რომელი სასვენი ნიშანი  უნდა   გამოიყენონ.
ა)  ჩავატარე კონკურსი კითხვაში, აღმოჩნდა, რომ ხშირად უშვებენ შეცდომებს, არასწორად იყენებენ ინტონაციას.
 
მოსწავლებს   შევთავაზე    რედაქტირება ტექსტისა, რომელშიც სასვენი ნიშნები იყო დასასმელი;
 ნაწერების  შესწავლის  შემდეგ  მართლაც  აღმოჩნდა,  რომ  თეორიულად  მყარად  არ  იციან,  როგორ  გამოიყენონ  სასვენი  ნიშნები. 
დ) გავესაუბრე დაწყებითი კლასებისა და სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს, რომლებიც ამ კლასებს ასწავლიდა, გასაუბრებიდან გამოიკვეთა, რომ ისინი სათანადო ყურადღებას არ ან ვერ აქცევენ პუნქტუაციის წესებს;
გ) ჩავატარე  ფოკუს-ჯგუფი; რომლის მიზანი იყო დამედგინა, თუ რამდენად აქცევდნენ მოსწავლეები სასვენი ნიშნების გამოყენებას ყურადღებას და რამდენად აქტუალურად მიაჩნიათ ეს პრობლემა;
დ) ჩავატარე ანკეტირება მოსწავლეებში; რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის დონის განსაზღვრა, თუ რომელი სასვენი ნიშნების გამოყენება იცოდნენ და რომელს ვერ იყენებდნენ; 
ე)  შევარჩიე ლიტერატურა და ვამუშავე მოსწავლეები სასვენი ნიშნების გამოყენებაზე;
ვ) ჩავატარე კონკურსი; რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივაცია, საუკეთესო მოსწავლის გამოვლენა და დაჯილდოება;
ზ) გავაკეთე სოციალურ ქსელში ჯგუფი; რომლის მიზანი იყო სასვენი ნიშნების გამოყენებაზე ვარჯიში;
თ) განვიხილე კათედრაზე; რომლის მიზანი იყო კოლეგებისათვის ინფორმაციის გაზიარება და მათი უკუკავშირის მოსმენა;
ზ)ჩავატარე განმეორებითი ანკეტირება; რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა შედეგების ანალიზი;
  კვლევის პროცესში გამოიკეთა,  დასკვნები:
1.      მოსწავლეებმა არ იციან სასვენი  ნიშნების გამოყენების წესები;
2.      მოსწავლეებს  უმნიშვნელოდ მიაჩნიათ სასვენი ნიშნების გამოყენება;
3.      მოსწავლეებს არ აქვთ გამომუშავებული წერის დროს სასვენი ნიშნების გამოყენების ჩვევები;
4.      მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ ხშირად უნდა იმუშაონ, რათა ისწავლონ სასვენი ნიშნების გამოყენება.
    

                                          1.4  კვლევის მიზანი:
    კვლევის მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ სასვენი ნიშნების გამოყენების წესების ფორმულირება, მათი სწორად გამოყენება და პუნქტუაციის დანიშნულებისა და მნიშვნელობის  გააზრება;
ჩემი  მიზანი იყო, პრაქტიკული მასალის საფუძველზე გამომეკვლია და  გამეშუქებინა, თუ რა უნარ-ჩვევებს ფლობენ მოსწავლეები პუნქტუაციის ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით; კერძოდ, გამეანალიზებინა:
 ა) მოსწავლეთა შეხედულებები სასვენი ნიშნების გამოყენების შესახებ;
 ) მოსწავლეთა ფონური ცოდნა - ცალკეული სასვენი ნიშნების დანიშნულების ცოდნა, მათი ფუნქციების გააზრება;
 ) მოსწავლეთა პრაქტიკული უნარ-ჩვევები სასვენი ნიშნების გამოყენების თვალსაზრისით - სხვადასხვა სახის წერილობით ტექსტებში სასვენი ნიშნების ადეკვატურად გამოყენება;
 ) დასაბუთება-არგუმენტირების უნარი (რატომ გამოიყენა მოსწავლემ მოცემულ შემთხვევაში ეს სასვენი ნიშანი);
 )  პუნქტიაციის წესები შესწავლისა და გამოყენების მიზნით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების დასახვა და განხორციელება.
                                           თავი 2
                  ლიტერატურის მიმოხილვა
ლიტერსტურის გაცნობის შედეგად გავიგე, რომ  მწიგნობრობის ადრეულ ეტაპზე  სიტყვები მიჯრით, ინტერვალის გარეშე იწერებოდა, რაც კითხვას დიდად აძნელებდა.  აი, რას წერს ამის შესახებ ჩვენი დიდ მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი: ,,თავდაპირველად ადამიანი იმდენად განვითარებული და დახელოვნებული არ იყო, რომ წერისა და წარწერის ამოჭრის დროს სიტყვებისა და წინადადებათა დაყოფაზე ეფიქრა, მაშინ ის მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, რომ ასოები სწორად გამოეყვანა, ამიტომ ყველგან და ყველა ენაზე უძველესი წარწერები ისეა შედგენილი, რომ ასო ასოს მისდევს და არც სიტყვები და არც , მით უმეტეს, წინადადებები ერთიმეორისაგან დაშორებულიც კი არ არის. სად თავდება ერთი წინადადება და სად იწყება ახალი, ეს თვით მკითხველმა უნდა გამოარკვიოს, მხოლოდ შემდეგში მიუხვდა ადამიანი სიტყვების ერთიმეორისაგან განცალკევების მნიშვნელობას და საამისო ნიშნები იქნა შემოღებული“ (.ჯავახიშვილი , თხზულებანი, .IX, 1996, გვ 146)
        ნიშნებს, რომლებსაც სიტყვებისა და წინადადებების გასამიჯნავად იყენებდნენ ძველად, განკვეთილობის ნიშნები ეწოდება. ეს ნიშნები მტავალგვარია, მაგრამ ძირითადად გავრცელებული იყო და არის წერტილი და მისი სხვადასხვა კომბინაცია.
         განკვეთილობის ნიშნების დასმამ თავისთავად გამმოიწვია სიტყვების ერთმანეთისაგან დაცილება, მათ შორის ინტერვალის გაჩენა. დროთა განმავლობაში სიტყვათა გამიჯვნის ფუნქცია მთლიანად ინტერვალს დაეკისრა, წერტილმა და სხვა ნიშნებმა კი ახალი ფუნქცია შეიძინეს, რაც საბოლოოდ სასვენი ნიშნების სისტემად ჩამოყალიბდა.
სასვენ ნიშანთა ერთობლიობას პუნქტუაცია ეწოდება. ტერმინი პუნქტუაცია რომაულია, თუმცა მისი წარმოშობის დრო უცნობია.
     პუნქტუაციის შემომღებად ითვლება ალექსანდრიელი ფილოლოგი არისტოფანე ბიზანტიელი (დაახლ. 257-180 წწ.ძვ.წ.ა); რომელმაც პირველმა გამოიყენა საგანგებო ნიშნები ჰომეროსის პოემების ტექსტში. ალექსანდრიელ მეცნიერთა მუშაობის შედეგები განზოგადებულია და პუნქტუაციის წესები თეორიულად გააზრებულია დიონისე თრაკიელის გრამატიკაში (1 ს.ძვ.წ.ა).  მის ,,ტექნე-გრამატიკაში“  წარმოდგენილია წერტილის ხმარების გარკვეული სისტემა.
      მძიმე, როგორც სასვენი ნიშანი, ბერძნებს IX საუკუნეში აქვთ გამოყენებული.
        საქართველოში, ქართულ მწერლობაში განკვეთილობისა და სასვენი ნიშნები უკვე VI საუკუნიდან გვხდება, რაც დასტურდება სახარების ხანმეტი ტექსტებით, მაგრამ არაბთა ბატონობის ხანაში (VII-VIII საუკუნეებში) გადაჩვეულან სასვენ ნიშანთა ხმარებას (ივ.ჯავახიშვილი).
     მიუთითებენ, რომ ძველად წერტილი გამოიყენებოდა სიტყვათა ერთმანეთისაგან გამოსაყოფად, და მაინც, ქართულში პუნქტუაციის მთლიანად შემუშავება დაკავშირებულია ეფრემ მცირეს სახელთან. მან საფუძვლად წერტილი აიღო, რომელსაც ხმარობდა ,,მცირედ სასუენად“ , ორწერტილს (:) - ,,განსაკუეთელად სიტყვისა", სამწერტილს(:.) - ,,დიდად სასუენად“,  ექვსწერტილს(:::) - ,,სრულიად დასაბოლოებლად და ახლად დასაწყებად სიტყვისა“.
 სასვენ ნიშნების გამოყენებაში გარკვეული ცვლილებები შეინიშნება XV-XVI საუკუნეებში. XV საუკუნის ბოლოს გადაწერილ ხელნაწერში სასვენ ნიშნად ნახმარია მძიმე, თუმცა სულხან-საბას იგი მიაჩნია საინტონაციო და არა სასვენ ნიშნად.
   XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ანტონ პირველის მიერ ქართულ მწერლობაში (სამწერლობო ენაში) დამკვიდრდა ანტონ პირველის მიერ შემუშავებული წესები, რომლის მიხედვით მძიემ- სასვენი ნიშანია წინადადების შიგნით, წერტილი - წინადადების ბოლოს, ხოლო ორწერტილი - ,,დასასრულ სიტყვისა“. აქვეა შემოტანილი კითხვის ნიშანიც.
            XIXსაუკუნეში შემუშავდა პუნქტუაციის ახალი სისტემა, რომელიც დროდადრო იცვლებოდა და სრულყოფილი ხდებოდა.
      მეთოდიკურ ლიტერატურაში დიდხანს იყო დავა იმის შესახებ, თუ პუნქტუაციის ჩვევებს რა ფაქტორები ედო საფუძვლად და რომელ მათგანს ენიჭება უპირატესობა.
                  დღეს არავისათვის აღარ არის სადავო, რომ პუნქტუაციის საფუძველი ძირითადად სინტაქსია (ვ. რამიშვილი: გვ. 410). მის მოქმედებას განსაზღვრავს ენის სინტაქსური კონსტრუქციები და სემანტიკურ-სტილური თავისებურებანი. სწორედ ამიტომ პუნქტუაციის წესების ბრმად გადატანა ერთი ენიდან მეორეში არ შეიძლება, რადგანაც თითოეულ ენას აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები. აქედან გამომდინარე, სასვენი ნიშნების დანიშნულებაც ამ ენებში რამდენადმე განსხვავებულია (ჯ. ჰარმერი: გვ. 32). ამ მხრივ ქართული ენა საკმაო თავისებურებებით გამოირჩევა.
                     თავის დროზე პუნქტუაციის სწავლებისას საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებლებს დიდ დახმარებას უწევდა ქართველ მეცნიერ-მეთოდისტთა (. კვაჭაძე, . ბასილაია, . თალაკვაძე, . რამიშვილი, . შამელაშვილი, . უსტიაშვილი, . წულაძე, . კვირიკაშვილი...) სათანადო კვლევები. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით თავის დროზე პირველი სიტყვა ცნობილმა ენათმეცნიერმა არნ. ჩიქობავამ თქვა (არნ. ჩიქობავა: გვ. 12). მაგრამ მათი ნაშრომების გამოცემის შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა ქართული ენის პროგრამები და სახელმძღვანელოები; შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ნაცვლად ტრადიციული სწავლებისა (ცოდნაზე ორიენტირება), სიახლეს სთავაზობს სკოლას - ის უნარ-ჩვევებზეა ორიენტირებული. ამიტომაცქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ სტანდარტებშიცნაცვლად იმ საკითხების ჩამონათვალისა, რომელიც უნდა იცოდეს მოსწავლემ, ვხვდებით იმ ინდიკატორების ნუსხას, რომლებიც ამა თუ იმ უნარ-ჩვევის (უნდა შეეძლოს) ფორმირებაზე მიგვითითებს. ასეა პუნქტუაციის შემთხვევაშიც. VII-IX კლასებისსაგნობრივი სტანდარტებისმიხედვით, საბაზო სკოლის დასრულების შემდეგ ამ კუთხით მოსწავლე უნდა ფლობდეს შემდეგ ჩვევებს: ) შეეძლოს სხვადასხვა სირთულისა და სხვადასხვა სახის ტექსტების გამართულად წერა და კორექტირება; ) სასვენი ნიშნების მართებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად;
                         - მიხედვით, საბაზო კლასებში პუნქტუაციის საკითხთა სწავლება ძირითადად VII კლასშია გათვალისწინებული: „პუნქტუაცია და აზრი, პუნქტუაცია და ინტონაცია, პუნქტუაციის ნიშნების სტილისტური შესაძლებლობები“ ( , 2011 , გვ. 68). მომდევნო კლასებში ამ საკითხებზე ყურადღება აღარ მახვილდება, იგი განიხილება როგორც წერის საერთო სტრატეგიების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, მათი გამოყენების მხრივ საკმაოდ ჭრელი სურათი გვაქვს. ძირითადად გამოიყენება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტების მიხედვით აგებული სხვადასხვა ავტორთა შედეგენილი სახელმძღვანელოები.
                       მიხედვით ლიტერატურული და ენობრივი მასალა ინტეგრირებულად ისწავლება. ამ პრინციპით არის შედგენილი სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოები საბაზო კლასებისათვის, თუმცა მასწავლებელთა ერთი ნაწილი პუნქტუაციის საკითხებზე მუშაობისას უპირატესობას კვლავ ენის ძველ, ტრადიციულ, არაგრიფირებულ სახელმძღვანელოს ანიჭებს (. შანიძე, . კვაჭაძე, ქართული ენა, VIII-IX კლ.)
                პუნქტუაციის ჩვევების ფორმირება წერითი მეტყველების ერთ- ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია, მასზე მუშაობა სკოლაში მშობლიური ენის სწავლების ადრეული ეტაპიდან იწყება. პუნქტუაციის შესწავლით მოსწავლე ეუფლება არა მხოლოდ სასვენი ნიშნების სწორად ხმარების წესებს, არამედ ამით ეცნობა ენის სინტაქსურ ბუნებას;  პუნქტუაციის ანალიზის პროცესში იგი ნათლად ხედავს – ენაში რა სინტაქსური კონსტრუქციებია შესაძლებელი, როგორ შეიძლება რამდენიმე წინადადების ერთმანთთან დაკავშირება რთული კონსტრუქციით.  მძიმის გამოყენების თვალსაზრისით მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში უამრავი შეცდომა გვხვდება, რაც ართულებს აზრის სწორად, გასაგებად გამოხატვას, მკითხველს კი ხელს უშლის მის სწორად აღქმაში. მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში დაშვებულ შეცდომათა ყველაზე დიდი ხვედრითი წილი სწორედ მძიმის არასწორ გამოყენებაზე მოდის. ტიპური შეცდომებია:  ა) მძიმის დასმა იქ, სადაც ეს არ არის საჭირო;  ბ) მძიმის დაუსმელობა.        მძიმის წერისას მოსწავლეები შედარებით კარგად ართმევენ თავს ე. წ. „ცოდნის გამოყენებაზე“ ორიენტირებული სავარჯიშოების შესრულებას (კავშირები: რომ, მაგრამ, როცა). რაც შეეხება მძიმის გამოყენებას თავისუფალი ხასიათის წერით სავარჯიშოებში, აქ გაცილებით უარესი სურათი გვაქვს. მოსწავლეთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს ამ სასვენი ნიშნის მართებულად გამოყენებას. ანალოგიური სურათი გვაქვს ზრდასრულებთანაც. უმრავლესობას არა აქვს გამომუშავებული სწორად წერის უნარ-ჩვევები. სასწავლო პროცესზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ამ შეცდომათა გამომწვევი მიზეზი ხშირად წესების უცოდინარობაა; არადა, დღეს უკვე აღარ არის სადავო ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ტიპის დოკუმენტში საჭიროა პუნქტუაციის წესების დაცვა   გააზრების საფუძველზე. სკოლაში კი დღეს ამ მხრივ (ისე, როგორც მთლიანად გრამატიკის) სწავლების თვალსაზრისით, საკმაოდ ჭრელი სურათი გვაქვს, რაც აისახება მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში.           დღეს არავისათვის აღარ არის უცხო, რომ პუნქტუაციას ძირითადად მართლწარმოთქმა ედება საფუძვლად, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სმენის ფაქტორის გამოყენება გარკვეულ შემთხვევაშია შესაძლებელი.  (. ინასარიძე, . ნაჭყებია, 2009, გვ. 73.)
                დაწყებით სკოლაში ღებულობენ მოსწავლეები პირველად ცოდნა-ჩვევას კითხვაში, წერაში, მართლწერაში, პუნქტუაციაში. დაწყებით კლასებში მიღებული ცოდნა-ჩვევა მოსწავლის შემდგომი წარმატების საფუძველია. ვიცით, რომ სწავლა არის ქცევის წამყვანი ფორმა ბავშვისათვის. „სასწავლო ქცევის ძირითადი თავისებურება ის არის, რომ მისი მიზანია ახალი ცოდნის, ჩვევებისა და უნარების შეთვისება და არა გარე შედეგის მიღება“(მუხინა 1988: 181).
               უკვე წლებია (2004 წლიდან) პირველი-მეოთხე კლასების მასწავლებლები გრამატიკის შესწავლისას აქტიურად იყენებენ ნ. მაღლაკელიძისა და ც. ყურაშვილის  დამხმარე სახელმძღვანელოს „ჩვენი ენა ქართული“. აქ წარმოდგენილია არა მარტო გრამატიკის ელემენტარული კურსი გრამატიკული ცნებებით, არამედ მართლწარმოთქმის, მართლწერის, სტილისტიკის, პუნქტუაციის, ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარების საკითხები. დიდი ადგილი ეთმობა სავარჯიშოებს, რომლებიც ავითარებს წერისა და ზეპირმეტყველების უნარს. ყოველ გრამატიკულ წესს მოსდევს სავარჯიშოები. ჩვევათა გამომუშავებისათვის, პირველ რიგში, პუნქტუაციის წესების მტკიცედ დაუფლებაა საჭირო. სახელმძღვანელოში მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხები კლასების მიხედვით თანდათან რთულდება. ისინი სახელმძღვანელოში წარმოდგენილია დიდაქტიკის პრინციპის მიხედვით და, რაღა თქმა უნდა, მეთოდიკურ მოთხოვნებზე დაყრდნობით. მასალა  მოსწავლეებს ინდუქციის გზით მიეწოდებათ. იწყება შესწავლილი მასალის ანალიზით, გრძელდება ანალოგიური მაგალითების მიწოდებით, ნაწილ-ნაწილ თანდათანობით ითვისებენ ამა თუ იმ საკითხებს. ბოლოს ეძლევათ მთლიანი განსაზღვრა. ამას მოსდევს სავარჯიშოები.       I კლასიდანვე იწყება პუნქტუაციის საკითხების გაცნობა  – წერა-კითხვის შესწავლის შემდეგ. როცა უკვე მოსწავლეები შეისწავლიან წერა-კითხვას, იწყება მცდელობა პუნქტუაციის ელემენტარული საკითხების დაუფლებისა. ვარჯიშობენ, მაგრამ სპეციალური წერითი სავარჯიშოების გარეშე შეუძლებელია მართლწერის ჩვევათა დაუფლება. I კლასში ეძლევათ სახალისო სავარჯიშოები. მე-4 კლასი წინა კლასებში ნასწავლი მასალის გამეორებით იწყება. მორფოლოგიის გაცნობასთან ერთად სწავლობენ მართლწერისა და პუნქტუაციის წესებს. 
                2001 წელს გამოდის ა. არაბულის „ქართული ენის სამყარო“, რომელიც განკუთვნილია V და VI კლასის მოსწავლეთათვის. ეს სახელმძღვანელო ძირითადად იმ მოსწავლეთათვის გახლავთ განკუთვნილი, რომლებიც წინა კლასებში ქართულ ენას ვ. როდონაიას, ნ. ნაკუდაშვილის, ა. არაბულის, მ. ხუციშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ. მას თან ახლავს მოსწავლის რვეული, სადაც წარმოდგენილია ტესტები  და სავარჯიშოები. სახელმძღვანელო რამდენიმე თავისაგან შედგება. აქ მართლწერისა და პუნქტუაციის საკითხები ცალ-ცალკე პარაგრაფის ბოლოშია წარმოდგენილი. მართლწერის პუნქტუაციის შესწავლა სათანადო გრამატიკულ მასალასთან კავშირში უადვილებს მოსწავლეებს კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებას. V კლასში ხდება ძირითადად დაწყებით კლასებში ნასწავლი მასალის გამეორება და გაღრმავება.        V კლასიდან ენის კურსი სისტემური პრინციპით შეისწავლება (სისტემურობის პრინციპი გულისხმობს მასალის თანმიმდევრულ, სისტემურ დალაგებას). ეს სახელმძღვანელო შედგენილია მოსწავლეთა გონებრივ და ასაკობრივ შესაძლებლობათა გათვალისწინებით. სავარჯიშოები მრავალფეროვანია, სათანადოდ არის გათვალისწინებული განმავითარებელი და პრობლემური სწავლების პრინციპები. მოსწავლეს მასალას ვაწოდებთ ინდუქციის გზით, შესაბამისი მაგალითებით. ბოლოს განმარტება ეძლევათ მოსწავლეებს და ჩვევათა განმტკიცებისათვის სავარჯიშოებიც არის წარმოდგენილი. სახელმძღვანელოს მთავარი მიზანია, გრამატიკული წესის ახსნით მისაწვდომი გახადოს მოსწავლეთა მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხები  თვალსაჩინოების ფართოდ გამოყენებით. ამჟამად ქართული ენა დაწყებითი სკოლის ექვსივე კლასში ლიტერატურულ მასალასთან ინტეგრირებულად ისწავლება. ენობრივი მასალა ლიტერატურულ ტექსტებთან მჭიდრო კავშირში ეცნობა. ამის გამო ენის (მართლწერის) სახელმძღვანელო ცალკე აღარ მოიაზრება.  სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილ „ქართული ენისა და ლიტერატურის“ ინტეგრირებულ სახელმძღვანელოებში კი მართლწერის საკითხთა მოცულობა განსხვავებულია, განსხვავებულია მისი დამუშავების მეთოდიკაც. თუ ავტორთა ერთი ნაწილი მართლწერის ჩვევათა ფორმირებას გრამატიკულ მასალასთან მჭიდრო კავშირში განიხილავს (ნ. მაღლაკელიძე, ნ. ღონღაძე,, „ქართული ენა და ლიტერატურა“, მეხუთე და მეექვსე კლასების სახელმძღვანელოები, გამომც. „მერიდიანი“, თბ. 2011-2012 წლები), ავტორთა მეორე ჯგუფი – ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი „ქართული ენა და ლიტერატურა“, მეხუთე და მეექვსე კლასების სახელმძღვანელოები, გამომცემლობა „სწავლანი“, 2011-2012 წლები _ მართლწერის ჩვევათა ფორმირების პროცესში საერთოდ გამორიცხავს გრამატიკის როლს და უპირატესობას პრაქტიკულ ვარჯიშს ანიჭებს.  რაც შეეხება  სავარჯიშოებს, რომლებიც  მოსწავლის რვეულშია - მწირია.
სასკოლო განათლების რეფორმის ძირითადმა სიახლემ – ეროვნულმა სასწავლო გეგმამ და საგნობრივმა სტანდარტებმა არსებითად შეცვალა არა მარტო სწავლების შინაარსი, არამედ მეთოდოლოგიაც.  ერთ-ერთი ძირითადი სიახლეა ლიტერატურული და ენობრივი მასალის ინტეგრაცია. აგეთვე ისიც, რომ სწავლა შედეგზეა ორიენტირებული, სწავლა ნიშნავს კონკრეტულ შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებას და სათანადო უნარ-ჩვევების განვითარებას. მთავარი ორიენტირია არა ცოდნის ოდენობა, არმედ - ხარისხი. სიახლეა ისიც, რომ გათვალისწინებულია მოსწავლის ინდივიდუალური მონაცემები.
გუმბათის საჯარო სკოლა საშუალო და საბაზო საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს ვიყენებთ გამომცემლობის ,,სწავლანი“ წიგნებს, რომლის ავტორები არიან ვ.როდონაია, ა.არაბული, ნ. ნაკუდაშვილი, მ.ხოციშვილი, ლ.დათაშვილი. ამ წიგნებს ახლავს დამატებითი სამუშაო რვეულები, VIII და IX კლასის რვეულებში ყურადღება გამახვილებულია პუნქტიაციის წესებზეც, რომლების საკმაო დახმარებას გვიწევს სწავლების დროს, ამ კლასებში სწავლობენ წესებს, თუმცა მაღალ კლასებში დამატებითი რვეულები აღარ გვაქვს, ამიტომ გვიწევს დამატებითი აქტივობების შემოტანა, რომ მოსწავლეებმა წესები გაითავისონ და ჩვევად ჩამოუყალიბდეთ.
        იმსათვის, რომ მასწავლებელმა სწორად წარმართოს სასწავლო პროცესი და პრობლემის  შესაბამისი აქტივობები გამოიყენოს, საჭიროა გაითვალისწინოს ფსიქოლოგთა რჩევები.
         ფსიქოლოგთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მასწავლებელს არ შეუძლია მოსწავლეს უშუალოდ გადასცეს ცოდნა,მოსწავლემ თვითონ უნდა ააგოს ცოდნა, მასწავლებელი მას მხოოდ ეხმარება ცოდნის აგებაში. ამისათვის მას შეუძლია გამოიყენოს სწავლების ისეთი მეთოდები, რომლებიც ახალ ინფორმაციას მისთვის საინტერესოს და მნიშვნელოვანს გახდის; მისცეს მოსწავლეებს ცოდნია აღმოჩენისა და ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობა და ასწავლოს მათ სწავლის ეფექტური სტრატეგიების გამოყენება.მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს ასწავლოს გზა, რომელიც მათ სამყაროს უკეთ შეცნობაში დაეხმარება, მაგრამ ამ გზის გავლა უკვე მოსწავლის პასუხისმგებლობაა.
              ვოგოტსკის აზრით, ბავშვები ახალ ცნებეს ყველაზე კარგად მაშინ სწავლობენ, როცა ისინი მათი განვითარების უახლოესი ზონის ფარგლებშია, განვითერების უახლოესი ზონა გულისხმობს იმ ამოცანათა ერთობლიობას, რომელთა შესრულება ბავშვს დამოუკიდებლად არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია მოზრდილი ადამიანების, ან თანატოლების დახმარებით.
              ვიგოტსკის აზრით, თავდაპირველად მასწავლებელმა მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გაუწიოს, შემდეგ კი თანდათან შეამციროს მხარდაჭერა და შესაძლებლობა მისცეს ბავშვს, თვითონ ააგოს ცოდნა.
 ბიჰევიორისტები თვლიან, რომ თუ ჩვენ გვინდა, მოსწავლემ სასურველი ქცევა განამტკიცოს, მაშინვე უნდა განვამტკიცოთ სტიმულით.ისინი გვირჩევენ, წინასწარ განვსაზღვროთ, თუ რა არის სასურველი ქცევა, განმამტკიცებელი სტიმული განსაკუთრებით მაშინ არის ეფექტური, როცა მოსწავლეებმა ზუსტად იციან, რომელი ქცევა რა შედეგს იწვევს.
     სწორედ ამ საკითხებისა და პრობლემების გათვალისწინებით დავგეგმე და განვახორციელე კვლევა, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისას დიდი დახმარება გამიწიამასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა  და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევინაწ. 2 იგი საუკეთესო რესურსია მასწავლებლებისათვის, სადაც დეტალურადაა გაწერილი კვლევისათვის საჭირო ნაბიჯები და ეტაპები.
საინტერესო იყო სოფიო ლობჟანიძის სტატიაროგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“, რომელიც იძლევა კვლევის ჩასატარებლად საჭირო პროფესიულ რჩევებს. მისი აზრითპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახად კი არ არის საჭირო, არამედ იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარების განსავითარებლად.
     თინათინ ზურაბიშვილის წიგნშითვისობრივი მეთოდები სოციალურ კვლევაშიგანხილულია კვლევის დროს გამოყენებული ისეთი თვისობრივი მეთოდები, როგორიცაა სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, რომელიც გამოვიყენეთ კვლევის დროს, ასევე გავითვალისწინეთ ნაშრომში განხილული სოციალური კვლევის ეთიკის საკითხები
      ლია წულაძის ნაშრომშირაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებშისაუბარია მეთოდების მრავალფეროვნებაზე, რაოდენობრივ და თვისობრივ მეთოდებზე. კარგადაა ახსნილი რაოდენობრივი მეთოდების მნიშვნელობა და მისი აუცილებლობა სოციალური მეცნიერებებისათვის.
    კვლევაში დამეხმარა . გიორგაძის მიერ     power point-ით  გაკეთებული რესურსიროგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე.
                          
                                            თავი 3
                3.1   კვლევის გეგმა
                  
სასვენი ნიშნების გამოყენების თვალსაზრისით მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში უამრავი შეცდომა გვხვდება, რაც ართულებს აზრის სწორად, გასაგებად გამოხატვას, ხოლო მკითხველს კი ხელს უშლის მის სწორად აღქმას. მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში დაშვებულ შეცდომათა ყველაზე დიდი ხვედრითი წილი სწორედ სასვენი ნიშნების არასწორ გამოყენებაზე მოდის. ამიტომ კვლევის დასაწყისისათვის აუცილებელი იყო  სადიაგნოსტიკო აქტივობები, რითიც განვსაზღვრე მოსწავლეთა არსებული ცოდნა,
გეგმა:
N
აქტივობა
მიზანი
რესურსი
1.
კონკურსი კითხვაში
განსაზღვრა, თუ როგორ იყენებენ მოსწავლეები  სასვენ ნიშნებს ზეპირ მეტყველებაში;
ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი“
შეფასების კრიტერიუმები;
ჟიური
2.
ტესტის რედაქტირება, ,,იპოვეთ პუნქტუაციური შეცდომები“;
განსაზღვრა, თუ რამდენად იციან მოსწავლეებმა პუნქტუაციის წესები;
ტექსტი,
3.
 მასწავლებლებთან გასაუბრება
მასწავლებელთა შეხედულებების ფორმულირება, განსაზღვრა, თუ რამდენად აქცევენ მასწავლებლები ყურადღებას სასვენი ნიშნების გამოყენებას;

4.
მოსწავლეთა  ანკეტირება
მონაცემების შეგროვება;
 ანკეტა.
5.
 პრეზენტაცია
მონაცემთა ანალიზი
 სლაიდშოუ, კომპიუტერი, პროექტორი.
6.
საკითხის განხილვა კათედრაზე
ინტერვენცია, პედაგოგების ინფორმირება;
პედაგოგების უკუკავშირის მოსმენა.
მონაცემები.
7
სახელმძღვანელოებისა და მასალების შერჩევა და მოსწავლეებთან მუშაობა;
ჩვევის ჩამოყალიბება
1.                  ლ. კვაჭაძე. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. გამომცემლობა ,,განათლება“ თბილისი 1966 წელი.
2.                  როზა გაბეჩავა, ზურაბ ჭუმბერიძე. ქართული ენა 11. გამომცემლობა ,,განათლება“ თბილისი 2003 (გვ.152-156)

7.
სოციელური ქსელით ღონისძიების შექმნა;

ინტერვენცია
სასვენი ნიშნების გამოყენების წესების სწავლება
ინტერნეტი
8.
მოსწავლეების მიერ დაკვირვების დრიურების წარმოება,
მოსწავლეთა ნაწერების ანალიზი, თვითშეფასება და მასწავლებლის შეფასება;

9.
კონკურსი ,,მე ვწერ სასვენ ნიშნებს“
დაჯილდოება
გამარჯვებული კლასისა და მოსწავლის გამოვლენა და დაჯილდოება.
დიპლომები;
პრიზები,
ტესტები
10
განმეორებითი ანკეტირება



         
                                                           




                                          თავი 4
                                                   4.1 საკვლევი კითხვები

              მიზნიდან გამომდინარე გამოიკვეთა საკვლევი კითხვები:
ა) რამდენად იყენებენ სასვენ ნიშნებს მოსწავლეები;
გ) რამდენად იციან სასვენი ნიშნების დანიშნულება;
დ) რამდენად იციან პუნქტუაციის წესები;
ე) როდის სვამენ სასვენ ნიშნებს, წერის დროს თუ დასრულების შემდეგ;
ვ) თვლიან თუ არა მოსწავლეები პრობლემად სასვენი ნიშნების გამოყენების წესების არცოდნას;
ზ) რა სჭირდებათ იმისათვის, რომ სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება ისწავლონ;

                                               4.2   სამიზნე ჯგუფი
საშინაო დავალებებისა და შემაჯამებელი ესეების ანალიზიდან გამომდინარე პუნქტუაციის წესები განსაკუთრებით პრობლემური იყო მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის,  რადგანაც ეს კლასი ცალკე ქართული ენის გრამატიკას არ სწავლობს, არც სამუშაო რვეულები აქვთ და წესებიც გდავიწყებული აქვთ, ამიტომ სამიზნე ჯგუფიც მე-11 კლასი იყო, ამ კლასში 11 მოსწავლეა, მათგან ყველამ გამოთქვა კვლევაში მონაწილეობის სურვილი.
4.3             კვლევის მეთოდები
კვლევის დროს გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:
ü  ფოკუს-ჯგუფივიმსჯელეთ, თუ რამდენად იცოდნენ სასვენი ნიშნების გამოყენების მნიშვნელობა, განვიხილეთ ცნობილი წინადადებები, რომლებშიც გადამწყვეტი როლი ჰქონდა მძიმის სწორად დასმას, მინდოდა მოსწავლეებს დაენახათ, რომ  პუნქტუაცია ნებისმიერი ენის განუყოფელი ნაწილია, პატარა მძიმესდიდის”  შეცვლა შეუძლია.

ა)წინადადება, რომელშიც მძიმის არასწორად დასმამ ადამიანი ჩამოხრჩობას გადაარჩინა:
ბ) ,,ჩამოხრჩობა, არავითარი შეწყალება!“, _ ,,ჩამოხრჩობა არავითარი, შეწყალება!“
  წინადადება, რომელშიც მძიმის არასწორად დასმით სრულიად განსხვავებულ აზრს ვღებულობთ:
 ,,ისწავლე, ისწავლე მამაშენივით, ვირი არ გამოხვიდე!“ _ ,,ისწავლე, ისწავლე, მამაშენივით ვირი არ გამოხვიდე!“
ü მასწავლებლის გამოკითხვა, მისი მიზანი იყო გამერკია, თუ რამდენად აქცევენ ყურდღებას ამ კლასში სხვა საგნის მასწავლებლები სასვენი ნიშნების გამოყენებას.
ü                ანკეტირება მოსწავლეებში, რითაც დავადგინე მოსწავლეთა მონაცემები;
ü                თვითდაკვირვება მოსწავლეებმა აწარმოეს დაკვირვების დღიურები, რომლის საშუალებით აკეთებდნენ საკუთარი შედეგების ანალიზსს;
ü                  მასწავლებლის დაკვირვება: ვაწარმოებდი დაკვირვების დღიურს, რამაც შედეგების ანალიზი გამიმარტივა;
ü                 განმეორებითი ანკეტირება, რითიც დავადგინე ინტერვენციის შედეგი.




თავი 5

 მონაცემთა ანალიზი
1.    1 ფოკუს-ჯგუფის შედეგები:

     მოსწავლეებთან ჩატარებული  ფოკუს-ჯგუფის შედეგად გამოვლინდა, რომ მათ საკმარისად  არ იციან პუნქტუაციის მნიშვნელობა, არ წერენ სასვენ ნიშნებს წერის დროს, მათ მიაჩნიათ, რომ  პუნქტუაციის წესების დაცვის გარეშეც ამბობენ სწორად სათქმელს. მოსწავლეები სოციალურ ქსელებში თითქმის საერთოდ არ იყენებენ სასვენ ნიშნებს.

5.2 მოსწავლეთა ანკეტირების ანალიზი
  ანკეტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა 60 პროცენტი ფიქრობს, რომ იყენებს სასვენ ნიშნებს, მაგრამ ამის საწინაარმდეგო შედეგები აჩვენეს  წერის დროს, მაგალითად: ჩართულთან  მხოლოდ 13–მა პროცენტმა დასვა სწორად, მიმართვასთან _ 17–მა, ტირე 9% მიხვდა სად იყო საჭირო, შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო რთულსა და კითხვით წინადადებებში, რთულ წინადადებაში 52%–მა სწორად დასვა, ხოლო კითხვითში _ 65%–მა.რაც შეეხება რჩევას, თუ რა მეთოდი გამოიყენოს მასწავლებელმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მოსწავლეთა  34%–მა უპასუხა, რომ ბევრი სავარჯიშო უნდა მისცეს, ხოლო 25%–მა გასაგებად აუხსნას. მოსწავლეთა მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ ეს ბავშვზეა დამოკიდებული.
             განვიხილოთ ანკეტირების შედეგები ვრცლად:
კითხვაზე, იყენებთ თუ არა სასვენ ნიშნებს , მოსწავლეთა 60% ამბობს, რომ იყენებს, 20% ამბობს, რომ არ იყენებს, ხოლო 20% იშვიათად იყენებს.

  
  კითხვაზე, თუ რომელი სასვენი ნიშანი იწერება  თხრობითი წინადადების ბოლოს, 69%-მა უპასუხა მრავალწერტილი, 26%-მა წერტილი, 2.5 %-მა კითხვითი ნიშანი, ხოლო 0.5%-მა არ იცის.





კითხვაზე, რომელი სასვენი ნიშანი იწერება წინადადებაში გამოტოვებული სიტყვის ადგილას - 65% ფიქრობს მრავალწერტილი, 26% ტირე, 4.5% კითხვითი ნიშანი, ხოლო 4.5 % წერტილი;




  ჩართულთან სწორად დასვა მძიმე 13%-მა, არასწორად 26%-მა, ერთი მძიმე დასვა 61%-მა, საერთოდ არ დასვა 4%-მა. (იხ. დანართი N 2.1)
კითხვითი წინადადების ბოლოს სწორად დასვა კითხვითი ნიშანი 65%-მა, არასაწორად 17%-მა, ვერ დასვა სავენი ნიშანი 9%-მა; (იხ. დანართი N 2.2);
რთულ თანწყობილ წინადადებაში 52%-მა სწორად დასვა მძიმე, ნაწილობრივ სწორად დასვა 43%-მა, არასწორად 5%-მა; (იხ. დანართი 2.3)
რთულ ქვეწყობილ წინადადებაში სწორად დასვა სასვენი ნიშნები 17%-მა, არასწორად 26%-მა, ხოლო ნაწილობრივ სწორად 39%-მა;(იხ. დანართი 2.4)
მიმართვასთან 9%-მა დასვა ნაწილობრივ სწორად, არ იცის სასვენი ნიშანი მიმართვასთან 91%-მა; (იხ. დანართი 2.5);

  კითხვაზე, თუ როდის სვამთ სავენ ნიშნებს, წერის პროცესში თუ ბოლოს, პასუხი არ აქვს 5%-ს, წერის პროცესში წერს 43%, ბოლოს წერს 39%, ხოლო 13% ხან წერის პროცესში წერს, ხან ბოლოს; (იხ. დანართი 2.6);
კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ მოსწავლეებმა სწორად გამოიყენონ სასვენი ნიშნები 34% უპასუხა, რომ ბევრი უნდა ავარჯიშოს, 26%-მა კარგად აუხსნას, 6% თვლის, რომ უნდა დასაჯოს, 13% თვლის, რომ ეს მასწავლებელსე კი არა, მოსწავლეზეა დამოკიდებული, ხოლო 8%-მა ზოგადად გვიპასუხა: ,,ყველაფერი“; (იხ. დანართი 2.7)




5.3           მასწავლებელთა გამოკითხვის ანალიზი
მასწავლებელთა   გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ დაწყებითი კლასის მასწავლებლების 25% მუშაობს სასვენი ნიშნების გამოყენებაზე, 50%-ს მიაჩნია, რომ ეს მაღალ კლასებში უნდა ისწავლონ, ხოლო 25% თვლის, რომ ამისათვის დრო არ რჩება. ხოლო ის მასწავლებლები, რომლების მე-11 კლასში სხვა საგნებს ასწავლიან, ამბობენ, რომ სასვენო ნიშნების გამოყენება მათთვის უმნიშვნელო საკითხია.

                                                      
თავი 6
ძირითადი დასკვნები და მიგნებები
კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების და მათი ინსტრუმენტების (ანკეტირება, ფოკუს-ჯგუფი, გამოკითხვა) გამოყენებისა და მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
Ø  მოსწავლეთა უმრავლესობას სასვენი ნიშნების გამოყენებას არ აქცევს ყურადღებას;
Ø  მოსწავლეებს ჩვევად არ აქვთ გამომუშებული პუნქტუაციის წესების დაცვა, ისინი  სასვენ ნიშნებს წერენ წერის დასრულების შემდეგ, რაც იწვევს გაურკვევლობას;
Ø  მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ ბევრი უნდა ივარჯიშონ, რათა ჩვევად ჩამოუყალიბდეთ სასვენი ნიშნების გამოყენება;
Ø  მოსწავლეებს განსაკუთრებით უჭირთ სასვენი ნიშნების გამოყენება განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებთან;


                                                                   
                    


                                 თავი 7.
7.1 ინტერვენცია;
·         ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელზეც გვესწრებოდა სკოლის პადაგოგიური კოლექტივი და დირექცია, გავაცანით შედეგები და ვისაუბრეთ გამოსწორების გზებზე, მასწავლებლებს, რომლების ამ კლასებს ასწავლიან, ვთხოვე, თავიანთ დავალებებშიც მიექციათ ყურადღება სასვენ ნიშნებზე; პრეზენტაციის მიზანი იყო, დაენახათ მოსწავლეებს შედეგები და გაეანალიზებინათ;
·         შევარჩიე გრამატიკის სახელმძღვანელოები, რითიც უნდა გვევარჯიშა სასვენი ნიშნების გამოყენებაზე, მოსწავლეების  უმრავლესობის აზრით სასვენი ნიშნების გამოყენება რომ ისწავლონ, სჭირდებათ ბევრი ვარჯიში, სწორედ აქედან გამომდინარე   დავიწყეთ  მუშაობა, ორი თვე დავუთმეთ პრაქტიკული სამუშაოების განხორციელებას;
·         კათედრაზე შევიმუშავეთ ესეს შეფასების კრიტერიუმები, რომელშიც მაღალი ქულა მივანიჭეთ პუნქტუაციის წესების დაცვას; მოსწავლეებმა როდესაც იციან შეფასების კრიტერიუმები, მეტ ყურადღებას აქცევენ იმ კრიტერიუმს, რომელის მაღალი ქულით ფასდება, ამიტომ ამ მეთოდით ისინი ყურადდღებას ამახვილებდნენ ასვენ ნიშნებზზე;
·         მსწავლეებმა აწარმოეს თვითდაკვირვების დღიურები, რითაც აკონტროლეს თავიანთი შედეგები და მიღწევები; (დანართი N 5)
·         ვაწარმოე დაკვირვების დღიური, რითაც დავაკვირდი მოსწავლეთა შედეგებს;(დანართიN6)
·         რადგან ანკეტირების შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეები დიდ დროს უთმობენ ტექნოლოგიების გამოყენებას და სწავლობენ იმ მასალას, რომელიც სოციალურ ქსელში, გადავწყვიტე ტექნოლოგიებიც გამომეყენებინა, გავაკეთეთ სოციალურ ქსელში ჯგუფი: ,,პუნქტუაცია გუმბათი“, სადაც განვიხილავდით სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს, მოსწავლეებისათვის მასწავლებელი მოდელია, ისინი აკვირდებოდნენ ჩემს ნაწერს, სად ვვამდი სასვენ ნიშნებს, სად არ ვსვამდი, ვაკეთებდით კომენტარებს, ერთმანეთს ვუსწორებდით პუნქტუაციურ შეცდომებს;
·          ჩავატარე კონკურსი : ,,მე ვწერ სასვენ ნიშნებს“ გამოვავლინე გამარჯვებული კლასი და მოსწავლე; მოტივაციის ამაღლების მიზნით .
·         მოსწავლეებს მივეცი საზაფხულო დავალება, ემუშავათ სასვენი ნიშნების წესებზე და სოციალურ ქსელში აქტიურად ეწერათ კომენტარები, ეკეთებინათ შენიშვნები, ამით ხელი შევუწყე იმას, რომ მოსწავლეებს არ დავიწყეოდათ ნასწავლი თემა;
·          ჩავატარე განმეორებითი ანკეტირება; როლის მიზანი იყო გამომეკვლია, თუ რა შედეგი მივღე ჩემი კვლევით!


                             
                              

                       7.2   ინტერვენციის  შედეგები

                      ინტერვენციის შედეგები აისახა კონკურსზე: ,,მე ვწერ სასვენ ნიშნებს“, მოსწავლეები მოვამზადეთ კონკურსისათვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების თხოვნით კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სხვა კლასის მოსწავლეებმაც,   გვქონდა ორი  ნომინაცია:  1. საუკეთესო კლასი: 2. საუკეთესო მოსწავლე;
 გამოვლინდა საუკეთესო მოსწავლე _ ინდირა ვაშაყმაძე და საუკეთესო კლასი მე11;
        განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა სოციალური ქსელის ჯგუფი,მოსწავლეები უკვე ერთმანეთსაც უკეთებენ განმავითარებელ კომენტარებს, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.
          მოსწავლეებს მივეცი საზაფხულო დავალება: ზაფხულის არდადეგებზე ემუშავთ პუნქტუაციის წესებზე და დაბრუნების შემდეგ კიდევ დავგეგმეთ კონკურსი. ამით სხვა კლასის მოსწავლეებიც დაინტერესდნენ და მათაც დაიწყეს მუშაობა სასვენი ნიშნების გამოყენებაზე;
ამ კვლევამ და აქტივობებმა აშკარად გამოასწორა პრობლემა, შეჯიბრების დროს გამოვლინდა, რომ მოსწავლეები  დაინტერესდნენ და ცდილობენ გამოასწორონ ნაწერები, შედეგი მოსწავლეთა საშინაო დავალებების რვეულებსა და საკონტროლო წერებშიც აისახა.
                                                   7.3 განმეორებითი ანკეტირების ანალიზი
 განმეორებითი ანკეტირების შედეგად  აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა გააუნჯობესეს სასვენი ნიშნების გამოყენების წესების დაცვა, მათ უკვე იციან პუნქტუაციის დანიშნულება და მნიშვნელობა.
  კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მათტვის პუნქტუაციის წესების ცოდნა,მოსწავლეტა 90% ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, 10 % ამბობს, რომ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია, ხოლო  ამბობს, რომ არ არის მნშვნელოვანი’
  კითხვაზე, იყენებთ თუ არა სასვენ ნიშნებს წერის დროს, 85% ამბობს, რომ იყენებს, 15 პროცენტი ზოგჯერ იყენებს.

კითხვაზე, იყენებთ თუ არა სასვენ ნიშნებს სოციალურ ქსელში, 90% ამბობს, რომ ყოველთვის იყენებს. 10% ზოგჯერ იყენებს,
კითხვაზე, როდის სვამთ სასვენ ნიშნებს, 80%-მა უპასუხა წერის პროცესში, ხოლო 20%-მა ბოლოს.(იხ.დანართი N7)
 ინტერვენციის შეფასების დროს მოსწავლეთა 100%-მა უმაღლესი ქულა დაუწერა სოციალურ ქსელში მუშაობას, 85% -ისთვის საინტერესო იყო კონკურსი ,,მე ვწერ სასვენ ნიშნებს“ და სავარჯიშოები, საზაფხულო დავალებას 70%-მა მიანიჭა უმაღლესი ქულა.(დანართი N8)
 
                         თავი 8/კოლეგებთან გაზიარება
კვლევის პრეზენტაციაზე მესწრებოდნენ როგორც ქართული ენის, ასევე დაწყებითი კლასის მასწავლებლებიც, პრეზენტაციის ბოლოს ჩავატარეთ დისკუსია, საინტერესო იყო მსჯელობა, თუ რატომაა პრობლემა პუნქტუაციის წესები მოსწავლეებში და როგორ უნდა მივაწციოთ მას ყურადღება.
            ჩავატარეთ კათედრის სხდომა, სადაც შევარჩიეთ ლიტერატურა და მეთოდები, თუ როგორ უნდა გვემუშავა მოსწავლეებში.
              შევქმენით დახურული ჯგუფი, რომელშიც ყურადღებას ვამახვილებთ სასვენი ნიშნების გამოყენებაზე და ერთმანეთს ვაძლევთ რეკომენდაციებს არასწორად გამოყენების დროს.
         ჩავერთეთ კონკურსისათვის მოსწავლეების მზადების პროცესში, დავინაწილეთ კლასები და დავიწყეთ მათი მომზადება, რამაც მეტი პასუსიმგებლობა დააკისრა როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეებს.
  კვლევის ანგარიში ავტვირთე ბლოგზე; ასევე გავაზიარე ფეისბუქჯგუფებში;
                                                          
                                                    დასკვნა:
პუნქტუაციური ესების სწავლებას პირველივე კლასიდან უნდა მიექცეს ყურადღება, დაწყებით საფეხურზე პუნქტუაცია უნდა ისწავლებოდეს პრაქტიკულად დამხატვრულად”. თეორიულ სწავლება უშედეგოა. შესაბამისად,  პუნქტუაციის არცოდნა არ უნდაისჯებოდეს”,მაგრამ ცოდნა უნდა  „ჯილდოვდებოდეს”.
 სწავლების საბაზო საფეხურზე  ინფორმაცია პუნქტუაციაზე იზრდება და სრულდება, ხოლო მოთხოვნა და შეფასება ცოდნის  აუცილებელ კრიტერიუმად უნდა იქცეს.
 რაც შეეხება საშუალო საფეხურს, სწორედ ამ ეტაპზე შეიძლება გადაიქცეს  პუნქტუაცია შეგრძნებად ანუ მოსწავლე უნდა გრძნობდეს, სად რა სასვენი ნიშანი გამოიყენოს. სასვენ ნიშნებს მოფრთხილება სჭირდება,ისინი  წერილობით აზრს მისაწვდომს ხდის.  მოსწავლე, რომელიც დროულად და გასაგებად არ  ისწავლის სასვენი ნიშნების დასმას, მთელი ცხოვრება იფიქრებს, რომ ეს მხოლოდ ფილოლოგების საქმეა .
ნუ შევაშინებთ მოსწავლეებს პუნქტუაციით, არ ავჩქარდეთ და ვაგრძნობინოთ, რომ პუნქტუაცია მოქნილია, არ არის საჭირო იმის დაზეპირება, რომ  ყველა რომს წინ მძიმე იწერება. ვასწავლოთ თვითშემოწმება წაიკითხონ საკუთარი ნაწერი და დაასკვნან, ამ ნაწერს სხვაც გაიგებს თუ -არა.
      ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე  ნებისმიერი წერითი დავალლების შესრულებისა და ნებისმიერი  პუნქტუაციური შეცდომის დროს უნდა მიეთითოს მოსწავლეს შეცდომა და გაუკეთდეს განმავითარებელი კომენტარი, რათა მოსწავლემ დაინახოს სასვენი ნიშნების გამოყენების აუცილებლობა;
  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს კავშირი უნდა ჰონდეს სხვა საგნის მასწავლებლებთანაც და სთხოვის მათ, რომ სასვენი ნიშნების გამოყენების წესებს შეძლებისდაგვარად მიაქციონ ყურადღება;
   ქართული ენის მასწავლებელმა მოსწავლეთა ჩანაწერებს ყურადრება უნდა მიაქციოს სოციალურ ქსელებშიც, რადგან მოსწავლეებს ჩევად ექცეთ წესების დაცვა;
 მოსწავლეებმა უნდა აკეთონ ურთიერთშეფასებაც, ეს ხელს შეუწყობს წესების დამახსოვრებას.
         თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ყოველთვის შეიძლება გამოვიყენოთ შედეგების გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეებს მოსწონთ, როდესაც დავალებებს ტექნოლოგიებით ვაძლევთ, ამიტომ მასწავლებელს უნდა შეეძლოს თავისი საგაკვეთილო მიზნები მოარგოს  ტექნოლოგიებს და სოციალური ქსელები გამოიყენოს სწავლების გაუმჯობესებისათვის.
   
  

1.        
პრეზენტაცია - სლაიდშოუ

( დანართები ვერ გადმოვიტანე)

                                                                 რეფლექსია
     ჩემთვის ყოველთვის არის პრობლემა მოსწავლეებში სასვენინიშნების გამოყენება, რატომღაც ჩემი მოსწავლეები ყოველთვის უყურადღებოდ ეკიდებიან ამ წესებს, ვერ ვახერხებ,რომ მოსწავლეებს ჩამოვუყალიბო ჩვევად პუნქტუაციის წესების დაცვა, სწორედ ამ პრობლემიდან გამომდინარე შევიმუშავე საკლევი კითხვები;  დავისახე მიზნად გამომეკვლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და დამესახა პრობლემის გადაჭირ გზები.
       გამოვიყენე კვლევის სხვადასხვა მეთოდი: დაკვირვება, თვითდაკვირვება, ფოკუს-ჯგუფი, ანკეტირება, ამ მეთოების გამოყენებით დავადგინე, რომ მოსწავლეებს არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად სასვენი ნიშნების გამოყენება, ისინი წერის პროცესში არ წერენ სასვენ ნიშნებს, ბოლოს კი ზერელდ წერენ და ამიტომ უშვებენ შეცდომებს.
       დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების შედეგად დავინახე, რომ განსსკუთრებით უჭირდათ მოსწავლეებს მძიმის დასმა;
   მივხდი, რომ საჭირო იყო ისეთი ინტერვენციების დასახვა, რომლების მოსწავლეებს სასვენი ნიშნების გამოყენების აუცილებლობას აჩვენებდა და ჩვევად ჩამოუყალიბებდა მათ გამოყენებას.
      ანკეტირების დროს მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი, რომ საჭირო იყო ბევრი ვარჯიში, რატა ესწავლათ კარგად, აქედან გამომდინარე კლასში სისტემატურად შემქონდა ტექსტები, რომლებშიც მოსწავლეები სვამდნენ სასვენ ნიშნებს,
 რადგან დღეს ყველა აქტიურად  იყენებს სოციალურ ქსელს, გადავწყვიტე, ესეც გამომეყენებინა, შევქმენ ჯგუფი, სადაც მოსწავლეები აქტიურად წერდნენ მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხზე, ერთმანეტს უკეთებდნენ კომენტარებს და ყურადღებას აქცევდნენ სასვენინიშნების გამოყენებას, ჯგუფის ყველა წევრი ვაკონტროლებდით და ვნიშვავდით შეცდომებს, ვუკეტებდით ერტმანეტს განმავითარებელ კომენტარებს, რაც განსაკუთრებით ეფექტური იქო.
    ასევე ჩავატარე კონკურსი, რომელშიც გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი, რომ უნდათ სწორად წერონ;
  კვლევა განვიხილე კათედრაზე, კოლეგემა დადებითი შეფასება მომცეს და აღნიშნეს, რომ თვითონაც გამიყენებებენ პრაქტიკაში მსგავს ინტერვენციებს, რადგან მათთანაც არის პუნქტუაციის გამოყენების პრობლემები;
 კვლევის პროცესში პრობლემები არ შემქმნია, მოსწავლეთა აქტივობა მაღალი იყო, რადგან მათი სურვილი და ინტერესები გატვალისწინებული იყო.

 ინტერვენციების შემდეგ ვაკვირდებოდი მოსწავლეთა ნამუშევრებს, რომლებშიც ჩანდა, რომ მდგომარეობა გამოსწორებულია, ჩემმმა კვლევამ და კვლევის შედეგად დასახულმა ინტერვენციებმა მიზანს მიაღწია.